სატელევიზიო შოუს, "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი ვარსკვლავი, თინა მახარაძე, რომელიც ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით უფრო გახდა ცნობილი, ვიდრე შესრულებული როლებით, Facebook-ზე მკითხველს თავს გადახდენილ ისტორიას უმხელს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა სრულიად უცხო ადამიანის მანქანაში, რომელიც მსახიობს ტაქსი ეგონა.
Facebook/ თინა მახარაძე:
"გარეთ გამოვვარდი, ვიღაცას ჩავუხტი მანქანაში, სავარაუდოდ-ნოეს, და მისამართი დავჭყავლე. სახლთან რომ მომიყვანა, ხუთლარიანი მივაჩეჩე და "არ ვარ მე ტაქსიო"- წყნარად მეუბნება.
მე გავუძალიანდი:
-როგორ არ ხარ, ტაქსის ტრაფარეტი გაქვს-მეთქი.
-არ მაქვს და ჰაო.
გავიხედე -არ ჰქონდა", - წერს მახარაძე.