საზოგადოება არ მიკვირს ვიღაც გაუპარსავი და დაუბანელი ხალხის კრიტიკა- მიზეზები თუ რატომ გშურთ ეკა ყურშიტაშვილის, ასევე მისი ახალი ფოტოები აქამდე უცნობ რჩეულთან ერთად 2015, 9 მარტი, 15:40 ვიცი შეხსენება აღარ გჭირდებათ თუ ვინ არის ეკა ყურშიტაშვილი, თუმცა მე მაინც დავიტოვებ უფლებას "კიდევ ერთხელ" მცირედი ინფორმაციით გამცნოდ მის შესახებ. მაშასადამე ეკა დაიბადა კახეთში, თელავის რაიონ სოფელ იყალთოს უბან- თაღლაურში 1991 წლის 26 ივლისს. გარკვეული მიზეზების გამო გვერდით არ ყავდა დედა და 2 წლით უფროსი დის- ლიკასა და ბებიის იმედად იზრდებოდა. არც თუ სახარბიელო ბავშვობას კი დაერთო ოჯახის სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა, თუმცა არც ამ ჯერად გაუმართლა და ერთი თვის ორსულს მოუხდა მისი დანგრევა და საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლა, სადაც იმყოფებოდა წარმოშობით უკრაინელი მისი დედა. ეკა სწორედ ის ერთი უბრალო გოგონაა, რომელიც უკვე თვეებია მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოების საშუალებით გაიცნო, სადაც მისი და საპატრულო პოლიციის უთანხმოება ბილწი სიტყვების სახითაა ასახული.
საზოგადოებამ ძალიან მალე აიტაცა მისი ბილწ-სიტყვაობა, რომელიც გასული აპრილის ჩანაწერებია და ნაციონალურმა მოძრაობამ ეხლანდელი მთავრობის "ახალი ოცნების" წინააღმდეგ სწორედ რამდენიმე თვის წინ გამოიყენა. მსხვერპლი- ეკა კი საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა შეიძულა ამ "არაქალური" საქციელის გამო, თუმცაღა მან არაერთხელ განმარტა, რომ არ იცოდა თუ ვიდეო გასაჯაროვდებოდა და საზოგადოების წინაშე "ეკა ხოფერიას გადაცემის" მეშვეობით პირდაპირი ეთერით ბოდიშიც მოიხადა. მიუხედავად ამისა მაინც არ წყდება სკანდალები მის ირგვლივ, ვინ ამართლებს, ვინ კი დღემდე ამტყუნებს, არც ეკა ერიდება და საზოგადოების საპასუხოდ საკუთარი facebook-ის გვერდზე სტატუსებს ხშირად აქვეყნებს და კვლავ აქტუალური ხდება ამ მიზეზით ჭორების ქარ-ცეცხლში გახვევის შეედეგად. "როგორც ჩანს, საქართველოში ერთად ერთი პრობლემა მე ვარ... ყველა რომ ჩემზე ლაპარაკობს, და რა მაინტერესებს? ვსო უკვე გამყარდა ლარი? გამოიძიეთ ყველა დანშაული? ჩემი გინება რომ გააპროტესტეთ, დააპურეთ მშიერი მოსახლეობა? ვსო უკვე კარგად ხართ და სტამბულში წახვეედით ფეხბურთი დაგრჩათ მოსაგები??? ვაი საქართველო ვისზე ლაპრაკობენ და ვინებს ფეხებზე კიდიხარ...." "მოგროვდით ვინც ხართ უსიყვარულოდ, მე შემიძლია ყველა მიყვარდეთ !!! " "არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმე გავაღიზიანო ჩემი ვიდეოებით, უბრალოდ დავიღალე დაგრუზული ჯდომით და მგონი დროა მეც და თქვენც გავმხიარულდეთ. :)) მიყვარხართ და მაპატიეთ თუ წუხდებით :((( " -წერს ეკა საკუთარ facebook-ზე. ყველაზე მეტად საზოგადოება კი მისმა ახალმა სტატუსმა გააღიზიანა, რომელიც სულ რამოდენიმე დღეა გამოაქვეყნა ასევე საკუთარი facebook-ის გვერდზე და საკმაო შეურაცხმყოფელ ლექსკონს შეიცავს მათი მისამართით, ვინც ლანძღავს ეკას: "მართალია ბევრი მაქვს შესაშური და არ მიკვირს გაუპარსავი და დაუბანელი ხალხის კრიტიკა... ჩამოგითვლით რაც შეიძლება გშურდეთ. 1). ის, რომ კახელი ვარ. (smile emoticon) 2). ის, რომ ბევრს მივაღწიე... (ძალიან ბევრს) 3). ის, რომ ძლიერი ქალი ვარ. 4). ის, რომ მყავს ისეთი ადამიანი, ვინც ხელის გულზე მატარებს და სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. 5). ის, რომ მაქვს ყველაფერი, რასაც მოვისურვებ. 6). ის, რომ თქვენნაირი ბოღმა და ბოროტი არა ვარ და არავისი არ მშურს. 7). ის, რომ სხვებზე არასოდეს ვჭორაობ და არ ვაკრიტიკებ თუ გამწარებული არ ვარ... 8). ის, რომ მყავს დედამიწაზე ყველაზე მაგარი მეგობრები. 9). ის, რომ ჯერ ვარ 24 წლის და ჩემი 5 წლის შვილს გავუკეთე ბევრი, ძალიან ბევრი რამ!!! რასაც თქვენ ვერასოდეს შეძლებთ. 10). ის, რომ დედა მყავს უკრაინელი და მამა ქართველი, ამიტომ არ მაკლია შარმი და სექსუალურობა. 11). ის, რომ მაქვს საშუალება თქვენ რომ არ დაგელანდებათ ისეთ ზმანზე გავიჩითო. 12). ის, რომ ზოგიერთების ნაირად "პა პრაზნიკამ" არ ვიბან და არ დავდივარ სალონში. 13). ის, რომ ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ უფლის..... და კიდევ ბევრი რაღაც პ.ს. ფეხებზე მკიდია თქვენ თუ ჩემი შეგშურდებათ, მთავარია მე ვიყო ბედნიერი და მე ვიგრძნო თავი კომფორტულად, ჯანდაბას ვიყო გოიმი (wink emoticon), თქვენც იყავით ასეთი გოიმები და ამდენი შეგეძლოთ რაც მე შემიძლია... (მეტისმეტად გაღიზიანებული ვარ და უკაცრავააად) " - წერს საკუთარ ფბ-ის გვერდზე ეკა. ინტერვიუების დროს ისიც აღიარა, რომ ყავს მდიდარი შეყვარებული, რომელიც არ ზოგავს მისთვის სითბოსა და ძვირფას საჩუქრებს, გუშინ კი, ქალთა საერთაშორისო დღეს -8 მარტს აი ეს საჩუქარი მიიღო ეკამ რჩეულისგან. იმასაც ამბობენ, რომ ამხელა გავლენა, მანქანა და ბინა მას სწორედ მდიდარი რჩეულის წყალობით აქვს. სულ რაღაც ერთი საათის წინ კი ასეთი სტატუსი დადო მან- " არ ვიცი ვინ წერს ჩემი ცხოვრების სცენარს, მაგრამ იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს :)))) " სტატიის დასასრულს კი გთავაზობთ ეკას ახალ, პირადს და ფოტოებს რჩეულთან ერთად: 1387 15-ს მოსწონს 3-ს არა |
არ გაქვთ სხვა?