ტომ კრუზის მამა გამოირჩეოდა სიმკაცრით. იგი ხშირად სცემდა ცოლ-შვილს. ტომ კრუზის დედა გამოშორდა ქმარს და მარტომ, უკიდურეს გაჭირვებაში აღზარდა შვილი.სტივენ კინგი იყო ძალიან პატარა, როდესაც მამამისმა ოჯახი მიატოვა, ხოლო დედას მარტოს მოუწია ორი შვილის აღზრდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კინგის ბებია და ბაბუა ლოგინად ჩავარდნენ, ხოლო დედამისმა მიატოვა სამსახური, რათა მოევლო მათთვის.
სელენ დიონის ოჯახი 14 ბავშვისგან შედგებოდა. ის ყველაზე უმცროსი იყო. ალბათ არაა ძნელი მისახვედრი, რომ ოჯახს შემოსავალი ძლივს ჰყოფნიდა.
სარა ჯესიკა პარკერის ოჯახში 8 ბავშვი იყო. მიუხედავად სიღარიბისა დედამ შეძლო თანხის მოგროვება და შვილის სიმღერაცე და ცეკვაზე ტარება. სწორედ ამ ფაქტმა განსაზღვრა გოგონას მომავალი.ჯიმ ქერის მამამ დაკარგა სამსახური და მის ოჯახს ფურგონში ცხოვრება უწევდა. ჯიმმა მიატოვა სკოლა 15 წლის ასაკში და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა.დემი მურის ოჯახი მამამ მის დაბადებამდე მიატოვა, ხოლო დედა ნარკომანი იყო.ემინემი გაიზარდა ღარიბების რაიონში, დეტროიტში. იგი აღზარდა მხოლოდ დედამ.
ლეონარდო დიკაპრიოს დედა მუშაობდა რამდენიმე ადგილას, რათა შეენახა ოჯახი.განქორწინების შემდეგ დედამ ძლივს შეძლო მერაია კერისა და მისი ძმის აღზრდა.
ჯეი ზი გაიზარდა ბრუკლინის ღარიბულ რაიონში.
ოპრი უინიფრის დედას არ ჰქონდა შვილის რჩენის საშუალება, ამიტომ ბავშვს ხან ერთ, ხან - მეორე ნათესავთან უწევდა ცოვრება. დღეს-დღეობით ოპრა უინფრი ერთადერთი შავკანიანი მილიარდელი ქალბატონია მსოფლიოში.