x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
მევახშის ოჯახი

იცით თუ არა რომ, არისტოკრატული თვისებების მქონე, ნიჭიერი და განათლებული ქალიშვილი მევახშის ოჯახში რომ შეუშვა რძლად, 4-5 წლის შემდეგ მევახშეობაში მას ქალი ვერ აჯობებს.
ქართულ ოჯახებზე დაკვირვებამ დამანახა რომ სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა საბოლოო ჯამში მას ემსგავსება ვისთანაც უწევდა ცხოვრება გარკვეული დროის მანძილზე.
ნაწილობრივ ესეც შეიძლება ჩაითვალოს იმ სისუსტედ რომელიც მათ ამ კატეგორიაში დაეხმარათ ჩასარჩენად. ძლიერ სქესში ამდაგვარი რამ ნაკლებად შეინიშნება. მაგრამ მერწმუნეთ ეგ დროებითია. პარადოქსალურიც ზუსტად ისაა რომ კაცების უმეტესობა საქართველოში ძლიერი სქესის კატეგორიაში მყარად ჯდომას ქვეყნის განუვითარებლობას უნდა უმადლოდეს. ესეც იმის პასუხი (გარკვეული დოზით მაინც) თუ რატომ დევს ქართველი კაცის ბუნებაში რეტროგრადობა.
განვითარებულ ქვეყნებში, აშკარად სახეზეა სუსტთა გაძლიერების, უამრავ ასპექტში კი წინ წაწევაში ძლიერთა შეფერხების ან სულაც წასუსტების ტენდენცია. (საყოფაცხოვრებო ასპექტებს ვგულისხმობ ქალებთან მიმართებაში).
ერთის მხრივ პირველთა ტრანსფორმაცია ხოლო მეორეთა სტაგნაცია სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც წარმატებით მიმდინარეობს კანონზომიერი გრადაციით წინ მიმავალ სამყაროში.
ერთერთ უმთავრეს ფაქტორად მიჩნეული უნდა იქნას ძლიერთა ყურადღების ფოკუსირება ფინანსებსა და კარიერაზე. რაც გრძნობადი იმპულსებისათვის, რომელიც პარტნიორთანაა გასაზიარებელი არც დროს ტოვებს და არც ენერგიას.
ანალოგიური სურათის ხილვა შეგვეძლება ჩვენთანაც როდესაც, სადგისის ქნევით გართული კაცის შემხედვარე, ქალი დაიწყებს განვითარებას. (მგონი კაი ხანია დაიწყო).
მარტო ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე რომ ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ სამყაროს სულ ცოტა 40-60 წლით ჩამოვრჩებით. რაც წესით ქართველ კაცს უნდა ახარებდეს.
განვითარების ზღვარს მიმდგარ ძლიერ სქესს ისღა დარჩენია მოთმინებით უყუროს სუსტთა აღზევების პროცესს რომელიც გარკვეულწილად რელიგიურ ფასეულობათა კრიზისსაც უნდა მივაწეროთ.
ძლიერებმა საქართველოში იმედი ვიქონიოთ რომ მოძლიერებულ სუსტებს ეყოფად შეგნება არა წინ წაწევის, არამედ ჩვენთან თანაბარ სიმაღლეზე დგომის.
ესეთი შეგნება კი ქართველ ქალს კბილებსაც შეუნარჩუნებს და გაღიმებულ ქმარსაც რომლის ამბიცია რატომღაც მეფედ ყოფნაა.
საღად მოაზროვნე ქალი არც კი შეეცდება "მეფეების"ტახტებიდან ყრას, სიცოცხლის შენარჩუნების მმიზნით. ან იმ უბრალო მიზეზით რომ სიმარტოვეში არ მოუწიოს სიბერესთან ჭიდილი.
მოკლედ ...
ნარკომანის ცოლი ნარკომანდება! ლოთის ლოთდება! ხოლო ქურდის მეუღლეს ყველას გასაოცრად ხმა უბოხდება და როჟების კერვით იწყებს ქურდულის მიწოლას ...

ნარკომანის ცოლი ნარკომანდება! ლოთის ლოთდება! ხოლო ქურდის მეუღლეს ყველას გასაოცრად ხმას უბოხდება და როჟების კერვით იწყებს ქურდულის მიწოლას.
დამშვიდდით! ყოველივე ეს არაპირდაპირი გაგებით რათქმა უნდა.
სპონტანური მეტამორფოზის ამ ორომტრიალში არც „ვიგოდნიკის“ ცოლია გამონაკლისი რომლის უტიფრად გაღიმებული სახე მხოლოდ ხეირის მოლოდინშია, რის გამოც მეგობრებსაც ამ პარამეტრებით არჩევს. მათგან ხეირის მიღების შემდეგ ერთი თითის მოსმით აგდებს სარეზერვო ნაგავსაყრელში და სხვებისაკენ ინაცვლებს.
უარყოფითითისაგან განსხვავებით დადებითი თვისებების ათვისება შედარებით მოკლე პერიოდში ხერხდება. ცუდთან მიმართებაში კი მოქმედებას იწყებს მკვეთრად გააზრებული რეაქცია, ასევ თქვათ ცუდის უკუგდების. ყოველივე ეს შეიძლება ინდივიდუალურიც იყოს, არ ვკამათობ. გასათვალისწინებელია ისეთი ნიუანსები როგორიცაა ჩვენი კულტურა, ტრადიციები, სოციალური მდგომარეობა, აღრზდა. აგრეთვე უარყოფითის პასიურად შემგუებელი ქართველი ქალის ბუნება, რომელიც ზომების მიუღებლად რატომღაც უკეთესის მოლოდინშია.
გარდა იმისა რომ ზემოთ ჩამოთვლილი კაცების ეს სამი თუ მეტი კატეგორია ''თავისი საქმითაა'' დაკავებული, ქუჩაში არჩეული პრიორიტეტების დახმარებით იმ თვისებებით ჯილდოვდება რომლებიც ძირითადად მუტანტებს ახასიათებთ. ხოლო ხანგრძლივი დროის მანძილზე ესეთთან მცხოვრები პარტნიორი ისრუტავს და ითვისებს ამ „მშვენიერებას“, რაც საბოლოოდ მასსაც ნახევარმუტანტად აქცევს.
ეჭვი მეპარება, ამდაგვარ ომებში გამოვლილმა ქალმა აღიაროს მასში მომხდარი ცვლილებები. გაპროტესტების სურვილით ემოციურ ექსტაზში ავარდნას არ გირჩევთ. დასკვნები მიუკერძოვებელ პიროვნებას გააკეთებინეთ. რომელიც თქვენს მიმართ მლიქვნელობით არ იქნება გამორჩეული. ჩვენს საზოგადოებაში სუსტთა ტრანსფორმაციის გარდამავალი პერიოდი ჭარბად გამოავლენს მათაც ვისაც ქვაბების ხეხვის მიუხედავად სადავეების პყრობის სურვილით გენები აქვს გაჟღენთილი და გონორით შეეცდება მონარქის დამხობას. (თუნდაც არამუტანტისას). ეს კატეგორია არ დაკმაყოფილდება ქმრების მხოლოდ სამზარეულოში თელვას და საზოგადოებაშიც მოახერხებს პარტნიორზე გადაჯ-ას რაც თავმოყვარეობა შელახულ "ძლიერს" თავისი კაცობის დასამტკიცებლად, პროსტიტუციული მარკეტისაკენ გააქანებს.
ისე რომ ძლიერ სქესს წესით არ უნდა გაუჭირდეს "ქაჯთა სინდრომის" გადაგორება.
გთხოვთ განმიჯნოთ ერთმანეთისაგან, სწორ გარემოში აღრზდილი, საღად მოაზროვნე ყმაწვილის ქუჩაში ამოკრეფილი ვაჟკაცური თვისებები, რომლის არ ქონის შემთხვევაში უკვე კარგად წამოზრდილი ბევრი რამის არმცოდნე, პოლის ტილოს ემსგავსება.
ქართველი ქალის გამჭოლ თვალს, ათეულობით წლის მანძილზე გაწაფულს ვაჟკაცობისა და ქალაჩუნობის გარჩევაში ნიღაბაკრული ქალოია ვერ გამოაპარებს ამ მისტიფიკაციას და დროის მოკლე მონაკვეთში ჭეშმარიტ ფუტლიარად წარმოჩინდება. მიუხეავად ესეთი „კაცის“ მაღალი ხელფასისა თუ საუკეთესო სპეციალობისა ქალი მასში მხოლოდ იმ ბოტანიკოსის ფიზიონომიას ამჩნევს რომელმაც ოჯახში დიდი რაოდენობით დოლარები უნდა ზიდოს.
რა შორეულ ქვეყნებშიც არ უნდა ეძებოს კაცის ხუშტურებით გაწამებულმა ქართველმა ქალმა იღბალი, იმ ქართულზე უკეთესს რაც მის მსოფლმხედველობასა და ბუნებაზეა იდეალურად მორგებული, ნამდვილად ვერ იპოვის.
თუმცა, უამრავი ფაქტორის წყალობით მომხდარი ცვლილებები არც ჩვენს ვაჟკაცურ თვისებებს აუვლის გვერდს და ევროპისაკენ ესოდენ მანიაკალური სწრაფვით არაა გამორიცხული ახლო მომავალში ამ ქალოიებად ქცეული კაცების სიჭარბემ სძლიოს. შედეგად კი მივიღებთ დასავლეთის იმ „ფასეულობას“ სადაც ცოლ-ქმრული ურთიერთობის მუდამ "იდეალური" სიტუაციაა, ხოლო ამ იდილიის გარეთ ქალი პანტაპუნტით იცვლის საყვარლებს ისეთი კაცის ძებნაში ვინც ქიციც იცის და ქიცმაცურიც.


შალვა ისაკაძე
დუბლინი

7.03 2015



0
20
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ისაკაძე
შალვა ისაკაძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0