x
image
K.P.
სალომე ჭაჭუა შეყვარებულია? ვინ არის და რას საქმიანობს მისი ახალი რჩეული?

image
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საქართველომ "პროექტ ცეკვავენ" ვარსკვლავების მეშვეობით გაიცნო. მას შემდეგ ის მუდამ ყურადღების ცენტრშია. სალომეს პირადი ცხოვრება კი უკვე კარგა ხანია საზოგადოების განხილვის საგანია. მოცეკვავე შეყვარებული გახლდათ გიგი გაჩეჩილაძეზე. მრავალწლიანი ურთიერთობა განშორებით დასრულდა. სალომემ მალევე საკუთარი რომანის შესახებ, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან გვამცნო. წყვილმა რამდენიმე თვეში იქორწინა. ოჯახის შექმნიდან ერთი წელიც არ გასულა და ხმებიც გავრცელდა მათი დაშორების შესახებ.

მოხდარს ერთი პერიოდი კატეგორიულად უარყოფდა გიორგი ვარდოსანიძე, თუმცა საბოლოოდ ყვითელმა პრესამ მსახიობიც გამოტეხა: "მოდი ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს. მე ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ".

სალომემ კი მაია ასათიანის გადაცემაში გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორება არ უარყო. "ამაზე არანაირი კითხვა, რა საერთოდ"-განაცხადა მოცეკვავემ.

სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილის ერთობლივი გადაცემა "ცეკვის გაკვეთილები" დაიხურა. როგორც მაია ასათიანი ამტკიცებს, არხის დახურვა ტელეკომპანიის სურვილით არ მომხდარა.

როგორც გაირკვა გიორგი ვარდოსანიძე ბინასაც ყიდის, რომელიც სალომესთან ერთად კრედიტით იყიდა. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული მანქანის გაყიდვით მიღებული თანხაც მსახიობმა ამ ბინას მოახმარა. image

ყვითელი პრესა ირწმუნება, რომ სალომეს უკვე ახალი რჩეული ჰყავს, მაქსიმ რიჟიკოვი. მაქსიმმა და სალომემ ერთმანეთი მოცეკვავეთა საიტის მეშვეობით გაიცნეს. გოგონა მეწყვილეს ეძებდა, უნდოდა მასზე ბევრად გამოცდილი მოცეკვავე ეპოვნა, საზღვარგარეთ მოღვაწენი კი საქართველოში ჩამოსვლასა და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას თავს არიდებდნენ.

მაქსიმ რიჟიკოვი კი სწორედ ის აღმოჩნდა, ვისთან ცეკვაც სალომესთვის მისაღები იყო. ქართველი მოცეკვავის მტკიცებით, ბედნიერია, რომ მაქსიმი გაიცნო.

ყვითელი პრესის მტკიცებით მოცეკვავეებს შორის მეგობრობასა და ურთერთთანამშრომლობაზე მეტი ხდება. სალომემ მეწყვილეს კოკერსპანიელიც აჩუქა და მოცეკვავე ლეკვებით მხოლოდ საყვარელ კაცებს ანებივრებსო.

ჯერჯერობით ყვითელი პრესა მხოლოდ ვარაუდებითა და ჭორებით შემოიფარგლება, მოცეკვავეები კი დუმილს ინარჩუნებენ.

image

image

0
1142
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0