არც თუ ისე შორს ვარშავიდან ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ შეამჩნიონ მართკუთხედის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც პირდაპირ ჰაერშია ჩამოკიდებული. ახლოს მისვლის შემდეგ ნათელი ხდება, რომ ეს ერთი უბრალო სახლია უჩვეულო ფასადით. პირველი სართული გარშემორტყმულია სარკეებით, რომელიც აირეკლავს გარშემო არსებულ ტყეს და იქმნება შტაბეჭდილება, რომ სახლი უბრალოდ ჰაერშია ჩამოკიდებული. ამ გენიალური ოპტიკური ხრიკის გამო სახლის გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ჩანს შორიდან.
პოლონური ფირმა "Reform Architekt", რომლის მმართველიც გახლავთ მარცინ ტომასზევსკი, ქმნის მსგავს გენიალურ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური ფასადით. "Izabelin House" გახლავთ ორსართულიანი შენობა, რომლის პირველი სართულიც პრაქტიკულად უჩინარია. იგი გარშემორტმულია მთლინად სარკეებით და იქმნება შტაბეჭდილება, რომ სახლი ჰაერშია ჩამოკიდებულში.
ყველაფერი სხვა დანარჩენი, საუბარია ინტერიერზე, გადაწყეტილია ჩვეულებრივ
ქალაქურ სტილში.
კიდევ ერთი მსგავსი სახლი აშენებულია ჰოლანდიის ქალაქ ალმერში.