შოუბიზნესი რატომ გაათავისუფლეს გეგა ფალავანდიშვილი რუსთავი 2- დან 2015, 6 მარტი, 12:33 გეგა ფალავანდიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-დან წამოვიდა - “აი ჩემი ბოლო ხელფასიც ჩაირიცხა რუსთავი 2-ში და მინდა მადლობა გადადიხადოთ: გეგას რუსთავი 2-დან წამოსვლას მამაუკა გამყრელიძე შემდეგი მიზეზით ხსნის - “ძალიან დამწყდა გული გეგა რომ რუსთავი 2-იდან გამოუშვეს. მეწყინა ერთადერთი იმ მიზეზის გამო, რომ რუსთავი 2-ს ცოტათი კიდევ დააკლდა ის, რაც ასე ცოტა შერჩა დღეს. ის რასაც ვერც ისწავლი და ვერც იყიდი. ის რაც მხოლოდ დაბადებიდან შეიძლება დაგყვეს. გეგა იმ იშვიათი ადამიანების რიგს განეკუთვნება, რომლებიც მიუხედავად თავიანთი პროგრესულობისა შინაგანად მაინც old fashioned რჩებიან. ამ გამოთქმის საუკეთესო გაგებით. აღზრდა, სიტყვა-პასუხი, სიმშვიდე, კეთილგანწყობა, სტილის თანდაყოლილი შეგრძნება. გული დამწყდა...." 35 1-ს მოსწონს
|