ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გოგონა ხშირად გვანებივრებს თამამი ფოტოებითა და სტატუსებით. ახალგაზრდა მომღერალი ყვითელი პრესის საყვარელი რესპოდენტია. ლიზა ყენია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ის თურმე კონცერტიდან პირდაპირ ქალთა კოლონიაში მოხვდა. მომღერლის მტკიცებით ძალიან რთული იყო მისთვის ამ ყველაფრის ნახვა, თუმცა იქიდან ბედნიერი დაბრუნდა, რადგან იქ საოცრად პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობამ მოუწია. "ახლა დამთავრდა კონცერტი რომელიც მქონდა. აი სად, სად და .... ზონაზე ქალთა კოლონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დაისტრესე და ძალიან რთული იყო ყველაფერ ამ რეალურის ნახვა არა ტელევიზიით, მე მაინც მოვდივარ ბედნიერი, იმიტომ რომ მართლა საოცრად პოზიტიური ადამიანები ცხოვრობენ იქ. რომლებიც იმსახურებენ დიდ ყურადღებას და მხარდაჭერას"-წერს ლიზა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. მომხდარმა ფაქტმა მომღერლის მეგობრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ლიზა ყენია ბავშვობიდან სცენაზე დგას, ეს დედის, მომღერალ მაია ჯაბუას დამსახურებაცაა. მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი "ახალ საბავშვო ხმაშიც" მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი გახლდათ. სულ ცოტა ხნის წინ, ლიზამ ბედი პროექტ "ერთი-ერთში" სცადა. პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გამოცდილ მომღერლებს ტოლს არაფერში უდებდა.
ვუსურვოთ ლიზა ყენიას წარმატებები...