ქალი და მამაკაცი დუმილი, ვით სამარე... (11 ნაწილი) 2015, 5 მარტი, 19:54 -- გისმენთ! * * ვილმა როგორ ხარ? -- რომელი ხარ? * * დიტო ვარ. -- ვინ? დიტო?!! (და ვილმას ენა დაება) * * ვიცი არ ელოდი ჩემს ზარს, მაგრამ მეტი ვერ მოვითმინე, სინდისი მქენჯნის ვილმა, ვწუხვარ ყველაფრის გამო, იმ ტკივილების გამო, რაც მოგაყენე. -- კარგია თუ მიხვდი როგორ არაადამიანურად მოიქეცი, გამითელე გრძნობები წიხლის ქვეშ, თხასავით გამცვალე დაქალში, ნუ ვიცი არც გქონდა ჩემს მიმართ გრძნობები, მაგრამ შეგეძლო უფრო ადამიანურად გაგეანალიზებინა ყოველივე, მაგრამ სინანული ხომ გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის. * * ვიცი ღირსი ვარ მივიღო კრიტიკა და ლანძღვა შენგან, მაგრამ ვილმა მარტო მე არ ვარ დამნაშავე, ასე არ უნდა დაგედგა ეგ სპექტაკლი, რატომ მახვედრებდი თათას? ყველაფერი ადრევე რომ გეთვქა, იქნებ... (და სიტყვა ვილმამ გააწყვეტინა) -- სპექტაკლი დავდგი??!! რა უნამუსო ხარ დიტო, ჩემი შეცდომა იცი რა არის? მხოლოდ ის, რომ საერთოდ გავიჩინე რაიმე გრძნობისმაგვარი შენს მიმართ. ეხლა ნოტაციების კითხვას, იმ მომენტში დამლაპარაკებოდი ასე, არ შეგეძლო?! * * არც მე მედგა კარგი დღე ვილმა, იმას რატომ არ ფიქრობ, რომ ჩემს გრძნობებზე შენც კარგად ითამაშე? მართლა მქონდა მე შენს მიმართ გრძნობები. -- რააა... ჰა, ჰა, ჰა, ჰააააა (და ვილმამ გვარიანად გადაიხარხარა) * * სასაცილო რა ვთქვი?!! -- ის, რომ შენ თვითონ არ იცი რას ამბობ. * * შენ ჩამაგდე ამ გაურკვევლობაში, გამაცანი თათა და მეც... (და ისევ გააწყვეტინა სიტყვა ვილმამ) -- შენც ვერ გაუძელი ცდუნებას ხო?! რაში გჭირდებოდა ხელოვნებაზე, მომავალზე და რომანტიულ ფიქრებში ჩაციკლული გოგონა, რომელსაც მოკლე კაბა ცხოვრებაში არ სცმია, არ იცოდა რა იყო ტუჩსაცხი და ბიჭთან გრძნობები და ახლო ურთიერთობა? ხომ მართალი ვარ? თათა კი საკმაოდ სექსუალური იყო ამ გადმოსახედით, დიდრონი ცისფერი თვალები მუქი ჩრდილებით, წითელი ტუჩსაცხი, მოკლე კაბა და ქუსლები, საკმაოდ თამამი და პირდაპირი... რა იყო მოგბეზრდა? რატომ ატკინე გული? * * ხო, ვერ გავუძელი ცდუნებას, უფრო სწორედ ვირტუალური სამყარო სხვაა და რეალობა სხვა, მე თათას ვხვდებოდი შენზე შეყვარებული და მეგონა ის მიყვარდა, დრომ კი თვალები ამიხილა ვილმა. მართლა ვწუხვარ ყველაფრის გამო რაც მოხდა, შეცდომის გარეშე განა ცხოვრობს ვინმე? მაპატიე ვილმა, გპირდები უფრო გაგებით მოვეკიდები ჩვენს ურთიერთობას. -- რომელ ურთიერთობას დიტო? ჩათვალე ყველაფერი გაპატიე უკვე და თანაც დიდი ხნის წინ, მაგრამ არანაირი ურთიერთობის სურვილი აღარ მაქვს შენთან. * * ვილმა გთხოვ ამ ერთხელ მომისმინო პირადად, პირადად მინდა მოგიხადო ბოდიში და დაგარწმუნო ჩემს გრძნობებში, რომელშიც უკვე დავრწმუნდი, გამუდმებით ვფიქრობ შენზე, ვერ მოვერიე თავს. -- კარგი, ბოლო და უკანასკნელად მოგისმენ დიტო, ხვალ ჩემთან ამოდი დღის 1 საათზე, მაინტერესებს გამბედაობა როგორ გეყოფა. დიტომ სიხარულით თანხმობა განუცხადა და იმაზე კი არ უფიქრია ვილმა რა სეირს უმზადებდა, შემდეგ კი გადარეკ-გადმორეკა ვილმამ და ბედნიერი იყო, რადგან ფიქრობდა ცხოვრებაში პირველად რაღაც ჭკვიანურს გეგმავდა. საღამოს დედაც ადრიანად დაბრუნდა და მეტი დრო ჰქონდა თავის ერთადერთ იმედთან გაეტარებინა ის ასე ძვირფასი დრო, რომელიც უსახსრობის გამო ფაქტობრივად არ რჩება. ხვალინდელი დღის მომლოდინე ვილმამ კი ტელეფონი საერთოდ გათიშა და დაწვა დასაძინებლად. შაბათის დილაც გათენდა, ადრიანად არ ამდგარა ვილმა, რაღაც კმაყოფილი, აღელვებული და ბედნიერი, გრძნობების ნაზავით ავსილი ადგა საწოლიდან, ფუმფულა "ჩუსტიკებში" შეყო შიშველი ფეხი და საღამურზე ხალათი შემოიცვა, ფლასტუნით მიაშურა სამზარეულოს, გამოაღო მაცივარი, თუმცა უმადობის გამო ისევ მიხურა, ჩაიდანი დადგა გაზქურაზე და ჟოლოსა და ლიმნის ჩაის მოდუღებას შეუდგა. შემოჯდა ფანჯარაზე, ჩაის ცხელ ჭიქას ორივე ხელი შემოხვია და ფიქრებმა წაიღეს. საფიქრებელი კი ის ერთადერთი ლუკაა, რომელმაც გაბზარულ გულში იმედის სხივი ჩაუწვეთა, აჩუქა პირველი კოცნა და ასწავლა თავაწეულს ევლო. უცებ სიზმარიც გაახსენდა, რომელიც 1 წლის წინ თიკას დაბადების დღის შედგომ ღამეს დაესიზმრა, თუ როგორი შეყვარებული იყო და არა აქმვეყნიურ ბაღში ჰქონდა პაემანი, ყველაფერი თითქოს ბავშვურად ჟღერს, მაგრამ ბედნიერება ამაზე არ ფიქრობს. დათქმულ დროს მივიდნენ მასთან თიკა, დიტო, გიო, მხოლოდ ლუკა და თათა არ ჩანდა. იჯდნენ ახალგაზრდები დივანზე და ჩამოწოლილი სიჩუმე გიომ დააარღვია. ----- გამაგებინებს ვინმე აქ რა ხდება? * * გიო, (სიტყვა თიკამ დაიწყო) როგორც ჩემი ბიძაშვილი ძალიან მიყვახარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვილმას ინტერესებს უფრო დავიცავ. ბოდიში, რომ აქამდე ეს ამბავი არ გაგაგებინეთ, მაგრამ ეხლა დამალვას არ აქვს აზრი, თან დიტოც მზადაა ამისთვის. ერთი სიტყვით კი შარშანდელ ჩემს დაბ-დღეზე დიტოს ნომერი ვილმასთვის გამოგართვი, მის მიმართ ჰქონდა ვილმას გრძნობები და ხშირად ურეკავდა, მეც შევესწარი უამრავ ფაქტს, მათი საუბარი თვეები გაგრძელდა, თუმცა ვილმამ ჩემს გაუფრთხილებლად დიტოს თათა შეახვედრა და როდესაც თათასაც შეუყვარდა დიტო, ორივემ დააიგნორა ვილმა, გული ატკინეს, გათელეს და ირონიულად მოიშორეს თავიდან. ----- ამიტომ ვერ შევძელი ვილმას გულის მოგება?!!! * * მაცადე გიო, ჯერ არ დამისრულებია. როგორც აღმოჩნდა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ჩვენი თოჯინა თათა დიტოს მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა, გუშინ კი მას ვილმამ დაურეკა და პატიება და ურთიერთობის აღდგენა სთხოვა, ამიტომ ჩათვალა ვილმამ საჭიროდ რომ ეს უნდა გცოდნოდა, მაგრამ სანამ დასკვნებს გამოიტან, მინდა შეგახსენო, რომ ვილმას ის აღარ აინტერესებს და დღეს ყავს თაყვანისმცემელი, რომელიც აქ უნდა ყოფილიყო მაგრამ სამწუხაროდ არ მოვიდა. გაოგნებული იყურებოდა გიო, ხან დიტოს მიაშტერდა და ხან ვილმას, სახე აუწითლდა, ბოღმით გაუდიდდა სახე და დაგროვილი ცხელი ჰაერი ცხვირის ნესტოებიდან გამოუშვა, წამოხტა და დიტოს ეცა. ----- როგორ გაბედე ვილმასთვის გული გეტკინა "არაკაცო", ხომ იცოდი როგორ მიყვარდა. * * მხოლოდ მე არ ვარ ამაში დამნაშავე გიო, გააანალიზე და ნუ აყოლილხარ ამ ქალბატონების ბუნტს. დისკუსია, ჩხუბი და ცუდი სიტყვების კორიანტელი ერთმანეთში აიზილა, ვილმას ცრემლები წასკდა და მხოლოდ მაშინ მოეგნენ ბიჭები გონს. ----- მაპატიე ვილმა, უბრალოდ არ მოველოდი ამ არაკაცისგან ამ ყოველივეს, თიკა შენ სახლში გაგცემ საკადრის პასუხს ამ ყველაფერზე. ამ სიტყვებით ჩაავლო დიტოს მაისურში ხელი და ეზოსკენ გაიძახა. თიკამ კარი ჩაკეტა, ჩაეხუტა ვილმას და ანუგეშებდა. -- თიკა არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მეგონა ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა, მათი ჩხუბი არ მქონია მხედველობაში. ლუკაც არ მოვიდა, არც კი დაურეკავს... უი, მე ხომ ტელეფონი... და გაახსენდა გამორთული ტელეფონი, ჩართო და დარეკა მასთან, თუმცა ხმა არავინ გასცა. ამაზე კი უფრო მეტად ანერვიულდა. * * * * * * * * * * * * * * * --- გთხოვ ლუკა, რატომ არ გინდა გამიგო და მაპატიო, ჩვენ ხომ ასე კარგად ვიყავით? * * მართალია თათა, ვიყავით, დღეს სხვაგვარად ვფიქრობ უკვე, აღარ მაინტერესებ, გეკითხები რითი დავიმსახურე შენგან ასეთი რამ, თუნდაც ერთი არგუმენტი მითხარი. --- გეხვეწები ლუკა გამიგე, მართლა ცუდათ ვარ, შევცდი ვიცი, არ მოვიქეცი სწორად, შენ ერთადერთი ხარ ვინც მართლა მიყვარს, გახსოვს პირველად რომ ვაკოცეთ ერთმანეთს? ჩვენი სამეგობრო წრე, ერთად გატარებული ამდენი ლამაზი დრო... * * თათა შენ საერთოდ აზროვნებ რას ამბობ?!! ეგ წარსულში იყო, ეგ გრძნობები კი შენ გათელე სხვათაშორის, მართლა არ მაინტერესებ და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ეს უკანასკნელია ალბათ რომ გხედავ და ეხლა გეყოს ჩემთან ლაქუცი და წესიერად დაჯექი აქ, დათოს სიცოცხლე სასწორზე დევს, მთელი ღამეა ექიმები იბრძვიან მის გადასარჩენად, შენ კი მისტირი ძველ ურთიერთობებს, რომელიც აღარ მადარდებს. ცრემლები გადმოყარა თათამ და დერეფნის კედელთან ჩაიკეცა, ჩარგო სახე მუხლებში, ხელები აიფარა და ატირდა. თუმცა გარშემო უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ოჯახის წევრს, ნათესავსა თუ მეგობარს, ყველა დათას გულშემატკივრობდა, რომელიც გუშინ საღამოს ჩხუბში დაჭრეს, ამიტომ თათას საქციელი საუცხოოდ არავის მოჩვენებია., ბუნებრივია რომ მეგობრის გამო ტიროდეს. თათა და ლუკა ადრე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ის იყო უნდა გაჩაღებულიყო მათ შორის სიყვარული, რომ თათამ იგი დიტოს გამო უარყო... საერთო ნაცნობები და მეგობრებიც ამიტომ ყავთ. ვილმამ დღის მანძილზე კიდევ სცადა ლუკასთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ და აი როცა ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ ტელეფონზე ზარი გაისმა და სიხარულით მივარდა მას, თათა შერჩა. * * როგორ ხარ ვილმა? -- კარგად თაათ, შენ? * * მინდა ერთი სასიხარულო ამბავი მოგიყვე. -- აბა, გისმენ მთელი ყურადღებით. * * შენი რჩევა გავითვალისწინე და ჩემს ყოფილს დავურეკე იცი? ხოდა მაპატია, მითხრა გული მატკინე, მაგრამ ვერ დაგივიწყეო, გუშინ საღამოს კი შევხვდით, იმდენი ვილაპარაკეთ ჩვენზე, რომ დაგვათენდა. მაგრამ ერთი პრობლემაა. -- რა პრობლემა თაათ, მიხარია ძალიან ეგ კარგი ამბავი. * * რა და მითხრა ჩემს სასწავლებელში გოგო შევაბი და ვხვდებიო, ისიც სამხატვროზეა, დაიჯერა რომ მიყვარსო, არ იეჭვიანო თუ მასთან გავიჩითე ხოლმე, ცოტახანი მადროვე, მივაგდებ და ყველაფერი დალაგდებაო. არ მომეწონა ეს ფაქტი, მაგრამ თავისუფალი რომ იყო გულის გადაყოლება ხომ ჭირდებოდა. -- რა ჰქვია თათა შენს ყოფილს? ვილმას გული აუფორიაქდა და იკითხა სახელი, თათაც მიხვდა ყველაფერი გეგმის მიხედვით, რომ მიდიოდა და სიხარულით წარმოთქვა * * ლუკა. ვილმას სისხლი გაეყინა, ტუჩები აუთრთოლდა, გონება ბურუსში გაეხვა და ძლივს წარმოსთქვა -- მიხარია. თათა მიხვდა, რომ ტკივილი მიაყენა ვილმას, დაემშვიდობა და კმაყოფილმა თვალები დახუჭა, ბოროტ გონებაში კი აი ეს ფიქრები უტრიალებდა, ვილმას გული ეტკინებოდა, დაუბრუნდებოდა დიტოს და თვითონ ისევ ლუკასთან იქნებოდა. ყურმილის დაკიდება და ვილმას განგმირული ყვირილი ერთი იყო, თითქოს კედლებმა იწყო ზანზარი. მხოლოდ თიკასთან მოახერხა დარეკვა და მის მისვლამდე გონმიხდილი დივანზე დაესვენა. * * ერთიანად გაყინულხარ ვილმა, მოდი სიცხეს გაგიზომავ, რა მოხდა, გამაგებინე. ვილმამ მოუყვა ყველაფერი. * * არ ვიცი რა გითხრა ვილმა, თათას არ ვენდობი, მაგრამ თქვენზე საიდან იცის, ხომ არ გითქვამს მისთვის რამე? იქნებ მოიგონა? -- არა თიკა, ბევრი რამ დაემთხვა, ლუკაც გუშინ საღამოდან დაიკარგა, ცუდათ ვარ თიკა, ცუდათ, სული მტკივა. როგორც იქნა დარეკა ლუკამ ვილმასთან. * * ვილმა, მაპატიე, აქამდე ვერ შეგეხმიანე, რაღაც ცუდი მინდა გითხრა. -- არაა საჭირო ლუკა, ვიცი უკვე ყველაფერი. * * კი მაგრამ, საიდან?! -- რა მნიშვნელობა აქვს საიდან. უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ, მატყუარა, თავი დამანებე საერთოდ, აღარ დამირეკო გესმის! ყურმილი დაკიდა, აღრიალდა და მაგრად ჩაეხუტა თიკას. თეთრად გაათენეს ის ღამე ვილმამაც და ლუკამაც. მთვარით განათებულ თბილისში შუქი მთელს ღამეს ალბათ მხოლოდ ამ ორი ადმიანის საძინებლის ფანჯარაში ენთო. ლუკა ღერს-ღერზე ეწეოდა, ვერ მიმხვდარიყო რატომ ვერ აპატია ვილმამ ის, რომ ძმაკაცის უბედური შემთხვევის გამო ვერ ავიდა მასთან სახლში, მისი საფერფლე ვეღარ იტევდა "ბიჩოკს". ვილმა კი შეუჩერებლად მხოლოდ ტიროდა და ავერ მიმხვდარიყო რითი დაიმსახურა ამდენი იმედგაცრუება და ტკივილი. ორშაბათიც გათენდა. ჩვეულებისამებრ ვილმა სასწავლებელში წავიდა, შუა ლექციების დასვენების დროს კი მას უცებ მკლავში ჩაავლო ლუკამ ხელი და კედელთან "ააყუდა". * * იქნებ ამიხსნა ვილმა ეს იგნორი, ზარებზე უპასუხობა და სცენები რაში გჭირდება? ვერ გცნობ იცი?! -- ხელი გამიშვი, მეტკინა მაჯა და ნუ შემახედე მთელი სასწავლებელი. მემგონი გასაგონად გითხარი დამანებეთქო, ნუღარ მირეკავ, მეზიზღები ლუკა, უღირსს არ მივტირო ხო? ასე არ მირჩიე? ვითვალისწინებ. და ვილმა გაიქცა ისე, რომ მის პასუხს არ დალოდებია. გადიოდა დღეები, ვილმა კვლავ აიგნორებდა ლუკას და ცდილობდა დარდი სადმე დაემალა, მიხვდა რომ ეს ცხოვრება მხოლოდ თამაშია და თვითონაც უნდა ეთამაშა, დიტოსთან დარეკა და სთხოვა ემეგობრა მასთან საწყის ეტაპზე. გაოგნებულ დიტოს ისევ მორიგი ხრიკი ეგონა, თუმცა რამდენჯერმე რომ შეხვდა ვილმას, მიხვდა არ იტყუებოდა. დიტო აღარ უყვარდა და მასთან შეხვედრების დროს ამაში უფრო დარწმუნდა, აი ლუკაზე ფიქრები კი გამუდმებით ტანჯავდა და არ ასვენებდა. თიკაც აღარ ჩარეულა მის საქმეში. ერთ-ერთი პაემნიდან შინ გვიან დაბრუნებულმა ვილმამ, რომელიც რა თქმა უნდა დიტომ მიაცილა სახლამდე, ჩახუტებით და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა მას დაკიბეები სწრაფად აირბინა. * * ვილმა, ამ ბოლო დროს ვერ გცნობ, ნუ გგონია, რომ ცოტა თუ გაიზარდე თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცე, მე ამას ვერ გაპატიებ. ლუკა სად გარქა? ან ეგ ბიჭი ვინ იყო რომ ეხუტებოდი? მომიწევს სასწავლებელშიც გაგაკონტროლო, ნუ მაფიქრებინებ, რომ... -- რას მკადრებ, გაჩუმდი დედა. * * ტონს დაუწიე, დედა ვარ და ყველაფრის უფლება მაქვს შენზე ნუ გავიწყდება. უმსგავსოდ იქცევი და ვერ ვიქნები გულზე ხელდაკრეფილი. -- უმსგავსოდ? შენ მელაპარაკები მე უმსგავსობაზე?! მე, რომელმაც არ ვიცი ვინაა მამაჩემი, მის გვარსაც არ ვატარებ, ადრე მატყუებდი მოკვდაო, რომ დავიჟინე საფლავი მაჩვენეთქო, მერე მიგვატოვაო, ეხლა რაღას მოიგონებ? შენგან განსხვავებით, ჩემს შვილს ეცოდინება მამაისის ვინაობა. ეს უკვე ვეღარ აიტანა ქეთიმ და ვილმას სილა გააწნა. ეს პირველი სილა იყო დედისგან, გამწარებული ვილმა ოთახში შეიკეტა და რამდენიმე დღე ხმას არ სცემდა დედას. განაგრძობდა დიტოსთან შეხვედრას და ამით უფრო აგიჟებდა ლუკას, რადგან სასწავლებელში არაერთხელ მიაკითხა ვილმას. სრული ქაოსი იყო ვილმას თავში- უმამოდ გაზრდილი, გაჭირვებული გოგო, რომელსაც დედასთან ურთიერთობისთვის დრო არ აქვს იმის გამო, რომ ის სულ მუშაობს; პირველი და ტკვილიანი სიყვარული დიტო, რომელიც აღარ უყვარს და ნამდვილი სიყვარული ლუკა, რომელიც თურმე ატყუებდა; ამ ყველაფერს კი დამატებული წლის დასასრული და უახლოესი გამოცდების ციებ-ცხელება. შაბათ დილით ვილმამ ისევ საღამურის ამარამ მიაშურა სამზარეულოს, დადგა ჩაიდანი გაზქურაზე და საშაქრე და ფინჯანი უნდა დაედო მაგიდაზე, რომ თვალი მოკრა ფურცლებს, რომელზეც დედის წერილი ეწერა. უმალ მიდო გვერდზე საშაქრე და ფინჯანი, აიღო ხელში წერილი და კითხვა დაიწყო. 49 10-ს მოსწონს
|