შოუბიზნესი სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დანგრეული ოჯახის დეტალებზე 2015, 2 მარტი, 13:18
ერთმანეთი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცვნეს. მაშინ ორივეს საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდა. გიორგი შეყვარებული გახლდათ მსახიობ თამთა შალამბერიძეზე, სალომე კი მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეზე. სალომესა და გიორგის რომანის შესახებ ჭორები მალევე გავრცელდა, თუმცა ამ ფატს ორივე უარყოფდა და საბუთად ორივეს აწყობილი პირადი ცხოვრება მოჰქონდა. უეცრად წყვილმა საკუთარი რომანის შესახებ გვამცნო, ამტკიცებდნენ, რომ ერთმანეთს "ვერის უბნის მელოდიების" მზადებისას დაუახლოვდნენ. ქორწილმაც არ დაააყოვნა. მაშინ როდესაც ხალხის აგრესია მინელდა და წყვილის ბედნიერებას ხელს არაფერი უშლიდა პრობლემებიც დაიწყო. სალომესა და გიორგის დანგრეული ოჯახის შესახებ არაერთი ფაქტორი მეტყველებს.
მაია ასათიანის გადაცემაში, სადაც სალომე უკრაინელ მეწყვილესთან ერთად ვიხილეთ, მოცეკვავემ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორება არ უარყო. "ამაზე არანაირი კითხვა, რა საერთოდ"-განაცხადა სალომემ.
მოხდარს ერთი პერიოდი კატეგორიულად უარყოფდა გიორგი ვარდოსანიძე, თუმცა საბოლოოდ ყვითელმა პრესამ მსახიობიც გამოტეხა: "მოდი ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს. მე ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ".
სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილის ერთობლივი გადაცემა "ცეკვის გაკვეთილები" დაიხურა. როგორც მაია ასათიანი ამტკიცებს, არხის დახურვა ტელეკომპანიის სურვილით არ მომხდარა. როგორც გაირკვა გიორგი ვარდოსანიძე ბინასაც ყიდის, რომელიც სალომესთან ერთად კრედიტით იყიდა. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული მანქანის გაყიდვით მიღებული თანხაც მსახიობმა ამ ბინას მოახმარა. ვუსურვოთ სალომეს და გიორგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 2212 5-ს მოსწონს 1-ს არა
|