საზოგადოება "ჟანა ფრისკეს" პირველი ინტერვიუ გამოჯანმრთელების შემდეგ 2015, 1 მარტი, 16:47 შეგახსენებთ, რომ ზუსტად 1 წლის წინ პოპულარული, წარმოშობით რუსი მომღერალი "Жанна Фриске" თავის ტვინის კიბოს მეოთხე სტადიას ებრძოდა. სიმსივნე ბოლო, მეოთხე სტადიაზე იყო როგორც ეს უკვე ავღნიშნე და ის ოპერაციას აღარ ექვემდებარებოდა, თუმცა მომღერალს მშობლები, მეუღლე და მეგობარი გვერდში ედგა, ის საზღვარგარეთ, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში- ონკოლოგიურ მედ-ცენტრში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდნენ. დაავადების ფონზე მომღერალმა საგრძნობლად მოიმატა წონაში და მრავალმა ქიმიო-თერაპიამა და სხვა სამკურნალო პრეპარატებმა საგრძნობლად დაუქვეითა მხედველობა.
ინტერნეტ ქსელებში ხშირად ვრცელდებოდა სპეკულარული განცხადებები მის გარადაცვალებაზეც, რამაც მისი ოჯახი და ახლობლები საგრძნობლად გააღიზიანა, ხოლო მისი პროდიუსერი ანდრეი შლიკოვი კი ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებსა და საზოგადოებას - "გეყოთ სპეკულირება და მცდარი ინფორმაციების გავრცელება ხალხნო, ის ცოცხალია და ჯერ-ჯერობით თავს სტაბილურად გრძნობს. წეღან მობილურით პირადად ველაპარაკე მას, ის ნიუ-იორკის საუკეთესო კლინიკაში მკურნალობს და როგორც მოგეხსენებათ ტვინის მწვავე სიმსივნე აქვს. ამ უაზრო ინფორმაციების გავრცელებას სჯობს გაამხნევოთ იგი, ამ ჭორებით კიდევ უფრო მეტად სტკენთ გულს, შეიკარით ერთ მუჭად და ილოცეთ მისი კეთილდღეობისათვის". დროა ირწმუნოთ, რომ სასწაულები ხდება თუ გულით მოვინდომებთ, მომღერალს მდგომარეობა დაუსტაბილურდა და მხედველობაც ნელ-ნელა უბრუნდება. ამჟამად რეაბილიტაციას გადის ლატვიაში ოჯახის წევრებთან ერთად და მან ჟურნალისტებთან საუბარიც კი შეძლო ტელეფონით. აი რას ამბობს იგი პრეს არხი NTV-ის ჟურნალისტთან: "პირველ რიგში უდიდეს მადლობას გიხდით, რომ არ მიმივიწყეთ და ყოველთვის ინტერესდებით ჩემი მდგომარეობით, თუმცა მინდა ვაღიარო- ჯერ სრულად ვერ გამოვჯანმრთელდი, საგრძნობელი შედეგი კი სახეზეა, მადლობა ღმერთს, დედას, დას, დაქალს და ჩემს მეუღლეს Дмитрий Шепелев-ს, ვინაიდან ყოველ წუთს გვერდით მედგნენ და არ მიმატოვეს. ჩემი ვაჟიც ჩემს გვერდითაა და ვხედავ როგორ იზრდება და ისწავლა სიარული, მეტი რა შეიძლება ვინატრო, უზომოდ ბედნიერი ვარ. ასევე თქვენი მეშვეობით მინდა ხმა მივაწვდინო ჩემს ერთგულ მაყურებელსა და საზოგადოებას, რომლებიც ასე გულით განიცდიდნენ ჩემს ავადმყოფობას, მორალურად უკეთ ვარ და მჯერა მალე დავდგები ისევ სცენაზე და მომეცემა საშუალება ეს მათ პირადად ვუთხრა" - ამბობს ჟანა ფრისკე. ასე გამოიყურება ჟანა ამჟამად: P.S. მთელი გულით სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მომღერალს. 1384 17-ს მოსწონს
|