x
image
natia.a
ბორის ნემცოვის მკვლელობა და ერთადერთი მოწმე - 23 წლის უკრაინელი მოდელი
imageპარასკევს, 27 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, მოსკოვში ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. წინასწარი მონაცემებით მკვლელმა 4-ჯერ ესროლა 55 წლის პოლიტიკოსს და მკვლელობის ადგილიდან მიიმალა. ნემცოვი ადგილზევე გარდაიცვალა.


image


პოლიტიკოსის სიკვდილი დაადასტურა მისმა კოლეგამ და თანამოაზრემ, რუსეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ილია იაშინმა.


"ნემცოვს ესროდეს. იგი მკვდარია" - დაწერა იაშინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



ნემცოვის მკვლელობის ერთადერთი მოწმე აღმოჩნდა მოკლულის მეგობარი გოგონა, 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანა დურიცკაია, რომელთან ერთად, პოლიტიკოსი სავახშმოდ მიდიოდა.


image


რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა მწუხარება პოლიტიკოსის დაღუპვის გამო და განახცადა, რომ საქმე აშკარა პროვოკაციული ხასიათის შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს.

0
125
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0