x
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პოლიტიკური მოტივი

საქართველო მეოთხე საუკუნეში პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც მცირე აზიასთან იყო დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე განიცდიდა ელინიზმს. არქეოლოგიური წყაროებითაც დასტურდება იმდროინდელი საქართველოს კულტურაში ელინიზმის ელემენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო (ქართლი) პოლიტიკურად დაკავშირებული იყო ირანთანაც, რომლის ვასალ სახელმწიფოსაც წარმოადგენდა. ამ პერიოდში ქართლის მეფეებს საკმაოდ მაღალი თანამდებობა და სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული სპარსულ სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში.[1] თუმცა ქართლი, ასე ვთქვათ ორმაგ თამაშს თამაშობდა. მას სურდა სრული ამოუკიდებლობა და ამისათვის სჭირდებოდა ძალა, რომელიც ირანისაგან გაათავისუფლებდა. ასეთად კი ბიზანტიის იმპერია წარმოჩინდა, რომელსაც თავის მხირვ სერიოზული ინტერესები გააჩნდა კავკასიაზე, რადგან ამ რეგიონში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობა ერთი მხირვ შეაკავებდა ჩრდილოეთ
კავკასიიდან შემოსულ ტომებს, ხოლო მეორე მხირვ იქნებოდა საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი და დამხმარე ძალა ირანთან საბრძლოველად. ამდენად საქართველოს გზა ხსნილი ჰქონდა ბიზანტიისაკენ. საჭირო იყო ერთგვარი „პროსტესტის“ გამოხატვის ფორმა, რითაც ქართლი გამოცხადებდა საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს. და ეს „პროტესტის“ გამოვლინება ქრისტიანობის მიღებაში გამოიხატა.


საქართველოსათვის ქრისტიანობა მეოთხე საკუნემდეც იყო ცნობილი და მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტიანიც იყო. თუმცა საქართველოში გავრცელებული იყო კერპთაყვანისცმემლობა (გავიხსენოთ ფარნავაზის მიერ დადგმული კერპები და სხვა), და ასე ვთქვათ დომინანტური მდგომარეობა ერთ–ერთ წარმათულ მიმდინარეობას ეკავა. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ რომ რომელიმე სხვა სარწმუნოება იდევნებოდა. პირიქით აქ ვლინდება სერიოზული ტოლერანტიზმი, როდესაც ყველა წარმართული თუ ქრისტიანული სარწმუნოების წარმომადგენლებს შეეძლოთ არესრულებინათ ღვთისმსახურება. ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სარწმუნოების კერპები იყო განთავსებული ქალაქის გალავანს შიგნით და გარეთ (მათი დომინანტური მნიშვნელობებიდან გამომდინარე). ამგვარად მაშინ, როდესაც საქართველოს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადა, ეს სარწმუნოება კარგად იყო ცნობილი ამ ქვეყნისთვის. ასევე ვერ იქნება სწორი ქრისტიანობის სახელმიფო რელიგიად აღიარება ერთ რომელიმე მქადაგებელს მივაწეროთ. ქრისტიანობას ქართლი, ასე უბრალოდ ვერ მიიღებდა, მაშინ როდესაც სერიოზულად იყო კერპთაყვანისმცემლობა გავრცელებული. აქ სწორედ იმ პოლიტიკურმა ფაქტორებმა ითამაშა ლომის წილი, რომლის მიხედვითაც ისაზღვრებოდა ქართლის საგარეო კურსი. ქრისტიანობის მიხედვით საქართველო მთლიანად უკავშირდებოდა ბიზანტიის იმპერიას როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და შესაბამისად სცილდებოდა ირანს.

თუ რა შედეგები მოიტანა ქართლის ამ არჩევანმა ეს სცდება ამ სტატიის თემას, თუმცა ფაქტია, რომ ამით ქართლმა ცალსახად დაუჭირა მხარი ბიზანტიის იმპერიას და მიიღო მისგან მფარველობა და დამოუკიდებელი განვითარების მეტი საშუალება, ვიდრე ეს მას ირანის ვასალობის პერიოდში ჰქონდა.

ავტორები: მერი ქაჯაია, ნიკა ჩერქეზია.





[1] გოზალიშვილი, გ. (1974). ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური. თბილისი: განათლება.









0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა ჩერქეზია
ნიკა ჩერქეზია
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0