x
image
lady.ge
პრაქტიკული რჩევები რომელიც ცხოვრებას გაგვიადვილებს
image


ნაწილი პირველი




გააცნობიერე და დაამარცხე- ნებისმიერი კომპლექსი, შიში და სანერვიულო რამ, ჩვენი შინაგანიდან იმართება და მისი მეშვეობითაა მოგვარებადი. მაგალითად ერთ იგავს მოგიყვანთ, მეფემ დიდ სარკეებიანი სასახე ააშენა, რომელშიც ყველა კედელი სარკეებით იყო მოჭედილი. სასახლეში შემთხვევით მოხვდა ერთი ძაღლი, დაინახა სარკეებიდან მომზირალი უამრავი ანარეკლი და გადაწყვიტა რომ ეს მას უამრავი ძაღლები დაესხნენ თავს, მაშინვე აიჯაგრა და საკუთარ ორეულებს ყეფა, ღრენა და თავგამოდებული ჩხუბი დაუწყო. დილით ძაღლი მკვდარი იპოვნეს-გული გაუსკდა ემოციებისგან. ასევეა ადამიანიც, ხშირ შემთხვევაში ჩვენი დარდის და ემოციის მიზეზი, თავად ჩვენშივეა და იმ საბრალო ძაღლის არ იყოს, საკუთარ შიშებს ვებრძვით სრულიად ამაოდ. ამიტომ ყოველთვის დაუფიქრდით და გააცნობიერეთ, პრობლემა რომელიც გაქვთ, მართლა ისეთი საგანგაშოა რეალურად როგორც თქვენ ეს ერთი შეხედვით გგონიათ? იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი დაბრკოლების მოგვარების გასაღები, ჩვენშივე დევს ცხოვრებას გაცილებით პოზიტიური კუთხით დაგანახებთ.

image


საუკეთესო იარაღი თავდაცვისთვის არასოდეს გაუკეთოთ ადამიანებს, ის რასაც თავად არ უსურვებთ საკუთარ თავს. ცხოვრებაში ყველაფერი ბალანსს ექვემდებარება და კომპენსირებადია. ამიტომ ნებისმიერი ცუდი ან კარგი საქციელისთვის ადრე თუ გვიან მოგიწევთ პასუხი აგოთ. ერთმა კაცმა ლამაზი სახლი იყიდა დიდი ხეხილიანი ბღით რომელსაც ძალიან უვლიდა და ალამაზებდა. გვერდით შურიანი მეზობლები სახლობდნენ, ამიტომ ამ კაცის ლამაზი, უშფოთველი ცხოვრება ძალიან აღიზიანებდათ. ერთ დღესაც გადაწყვიტეს, იგი კონფლიქტში აეყოლიებინათ, აავსეს კალათი ნაგვით და სახლის წინ დაუდეს. კაცი გამოვიდა სახლიდან, ნახა მეზობლების "საჩუქარი", აიღო კალათი, ნაგავი გადაყარა, კალათი გამოასუფთავა, დაკრიფა ყველაზე ტკბილი, გემრიელი ხილი რომელიც მისი ბაღის ხეებს ესხა და მეზობლებს მოუკითხა საპასუხო საჩუქრად. გაოცებულმა მეზობლებმა კითხეს "კი, მაგრამ ჩვენ ხომ ამ კალათით ნაგავი მოგიტანეთ. რატომ არ გვეჩხუბე?", კაცმა კი მშვიდად უპასუხა "ვინც რითია მდიდარი, იმას გასცემსო". დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია. ალბათ მიხვდით, რაზე ვსაუბრობდი ზემოთ.


მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევძლოთ საკუთარი ოცნებების მატერალიზაცია და ფულის შოვნა, საკუთარი ემოციების და ფსიქიკის მარტივად დატრენინგების მეშვეობით.


მორიგ სტატიამდე!

3
2010
9-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2010
  
2013, 9 ოქტომბერი, 16:15
ძალიან მომეწონა სტატია.მეც მაგ ცხოვრებით ვცხოვრობ არასოდეს არ გავუკეთებ სხვას იმას რაც მე არ მესიამოვნებოდა...
2013, 18 მაისი, 16:10
არასდროს არ ვუკეთებ სხვებს იმას რასაც მე არ ვისურვებდი რომ გაეკეთებინათ ჩემთვის მაგრამ რატომღაც ყოველთვის პირიქით ხდება.......
2013, 11 მარტი, 22:34
კარგია
0 1 3