x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩაგვრა და დისკრიმინაცია მთელ საზოგადოებას აზარალებს

სოციალური პრობლემები, რომლებზეც სოციალური მუშაკები მუშაობენ და რომლებსაც ყოველდღიურად ხვდებიან, ბევრ ასპექტებს მოიცავს და უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს მათი მოგვარება, არის ისეთი თემები, რომლებსაც შეიძლება ათეულობით წლები დასჭირდეს აღმოსაფხვრელად და სოციალურ ნორმად ჩამოსაყალიბებლად.

ჩაგვრა და დისკრიმინაცია ეს ის საკითებია, რომლებიც თითქმის ყველა საზოგადოების თანმხლებია და მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში არსებობს. ჩაგვრა არის როდესაც უმრავლესობა, უპირატეს მდგომარეობაში მყოფი, ძლიერი ზღუდავს უმცირესობის უფლებებს, იყენებს მის შრომას არაკელითილსინდისიერად, ამცირებს, თავს ისე აგრძნობინებს, თითქოს ის, რომ „მსხვერპლი“ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ნორმაა, ეს ასე უნდა იყოს. დისკრიმინაციაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს გამოარჩევს სხვებისაგან, საზოგადოებისაგან რაიმე ნიშან-თვისებით, ეს შეიძლება იყოს, სქესი, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია და ა.შ.
რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ეჩვევა ჩაგრული, დისკრიმინირებული იმ მდგომარეობას, რომელშიც უწევს ცხოვრება და მისთვის უკვე რეალობის დანახება და იმის გააზრება, რომ ეს არ არის სწორი და მას შეუძლია იყოს ყველასაგან დამოუკიდებელი და აკეთოს ის რაც სურს, ძნელად გასააზრებელია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ დისკრიმინაცია და ჩაგვრა, არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, იმის გააზრება, რომ ჩაგვრა ანადგურებს სხვა კულტურის, რასისა და ადამიანების ინდივიდუალობას, საბოლოოდ გამოიწვევს საზოგადოების მრავალფეროვნების გადაგვარებას და დაკნინებულ, დამცირებულ საზოგადოებრივ ფენას წარმოშობს, რომელსაც არ შეეძლება საზოგადოებისათვის ღირებული საქმიანობის განხორციელება, იქნაბა ეს როგორც განათლება, ისე კულტურა, ხელოვნება და ა.შ ამის გაკეთება კი მედიას და მის აქტიურობას შეუძლია.

იმისათვის, რომ თვითონ ჩაგრული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი გავაძლიერთ და ავუმაღლოთ თვითშეფასება აუცილებელია, ისეთი სოციალური გარემოს შექმნა, სადაც, უპირველეს ყოვლისა, ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, შეძლებს საკუთარი
შესაძლებლობების რეალიზებას, აუცილებელია მათ დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რომ მარტო არ არიან და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დახმარების მიღება. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჩაგვრას, საკმაოდ, მძიმე კვალს ტოვებს ფსიქიკაზე და მხოლოდ სოციალური მუშაკის ძალისხმევა შესაძლებელია არ იყოს საკმარისი, ამიტომ მულტიდისციპლინარული ჯგუფის ჩართვა აუცილებელია, ერთობლივი ძალისხმევით უფრო დიდია იმის შანსი, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და დისკრიმინირებულ ადამიანს დავეხმაროთ რეალობასთან დაბრუნებაში.


0
411
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა ლომიძე
ლიკა ლომიძე
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0