x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვასო ფხაკაძე "ნინას" მამა გახდა
საზოგადოებისთვის უცხო არ არის თუ ვინ ბრძანდება ვასო ფხაკაძე, თუმცა მაინც დავკონკრეტდები, რომ ის კომედი შოუს ქართველი "შოუმენი"- ტელე სახეა, რომელმაც მაყურებელს თავი "პაროდიებით", სახალისო ამბებითა და განსაკუთრებული- იუმორისტული ლექსებით შეაყვარა. 37 წლის "შოუმენის" დაოჯახება რამის ეროვნულ პრობლემად იქცა, თუმცა მოხდა სასწაული და ამდენი ხნის მოლოდინმა გაამართლა. გასული წლის აპრილში მან იქორწინა 21 წლის ლიკუნა მეტრეველზე.


image

image



შეგახსენებთ, რომ ლიკუნა "ვიცე მის-საქართველო 2012"-ია, რომელსაც "Music Box"-ის მაყურებელი კარგად იცნობს, ამჟამად კი "იმიჯ ცენტრის" მოდელია და კარიერაში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში, რომლის გამარჯვებულიც გახდა და იმ პერიოდშივე კონტრაქტი ფრანგულ სააგენტოსთანაც გააფორმა.



imageimageimageimage


მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შორის სხვაობა 16 წელია, თავს ბედნიერად გრძნობენ. 2014 წლის აპრილში იქორწინეს და თაფლობის თვე ანტალიაში გაატარეს. ქორწინებიდან ერთი თვის თავზე ლიკუნამ გაიგო, რომ ორსულად იყო, რადგანაც მოცემულ მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა, დაურეკა და პირდაპირ ამცნო ვასოს ამის შესახებ. "ეგრევე დამირეკა კახურად, პირდაპირ: რახვაან- "ლაბავოი" გამოუშვა"- ამბობს ვასო ინტერვიუს დროს. (შეგახსენებთ, რომ ლიკუნა წარმოშობით თელავიდანაა). მიუხედავად იმისა, რომ ლიკუნას ორსულობა ტოქსიკოზით დაიწყო და შეძულდა ყველაფერი რაც მანამდე უყვარდა (ვასოს გარდა), სამ თვეში ყველაფერი სასიკეთოდ დალაგდა, თუმცა ემოციურმა ფონმა და უაზრო ტირილმა მაინც არ გაიარა. ძალიან სურდა ბავშვი მდედრობითი სქესის ყოფილიყო- ვასოსგან განსხვავებით, თუმცა პირველი-ორი დღის შემდეგ ვასო სქესსაც შეეგუა და დასმულ კითხავზე უკვე შეეგუა თუ არა, რომ მალე გოგონას მამა გახდება, ასეთი პასუხი მიუგო ჟურნალისტებს: "როგორც მეუბნებიან, სანამ ხელში არ დავიჭერ ბავშვს, მანამდე ამას ვერ გავაცნობიერებ. ლიკა კლასიკას ასმენინებს, ყურსასმენებს გაიკეთებს მუცელზე და ასე ასმენინებს..."


image



გუშინ კი, 20 თებერვალს დღის მეორე ნახევარში, გეგმისა და ჩვეულების მიხედვით ჩაჩავას კლინიკაში პატარა ანგელოზი- "ნინა ფხაკაძე" მოევლინა ქვეყანას. დედა-შვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მალე ახალ ფოტოებსაც ვიხილავთ. მანამდე კი სახასიათოდ გთავაზობთ ამ ბედნიერი წყვილის ძველ ფოტოებს.



P.S. ოჯახს ვულოცავ ამ გაცნობიერებულ სიხარულს, ხოლო ნინას კი ვუსურვებ უდიდეს ბედნიერებას და როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ ჯანმრთელობას.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
810
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0