x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ტერორიზმის ცნება და მიზანი

ავტორი: მარიამ ხიზანაშვილი


ტერორიზმის, როგორც ცნების განმარტება არ წარმოადგენს
მარტივ საკითხს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არამარტო საერთაშორისო ურთიერთოების მთავარი
აქტორები -სახელმწიფოები, არამედ მეცნიერებიც კი ვერ თანხმდებიან ტერორიზმის, როგორც
ცნების ერთ საყოველთაოდ აღარებულ განმარტებაზე, ეს კი განპირობებულია ტერორიზმის, როგორც
პოლიტიკური ცნების არსებობით, რადგანაც ტერორიზმის განსაზღვრება მეტად სუბიექტურია და
დამოკიდებულია მთელ რიგ გარემოებებზე.


ტერორიზმის ცნების კომპლექსურობისა და განსაზღვრების
სირთულეზე მოწმობს ფრაზა - „ერთი ადამიანისათვის ტერორისტი, მეორის თავისუფლებისათვის
მებრძოლია“ (SELVİ 2003,
1) - ეს ფრაზა ნათლად ასახავს
ტერორიზმის ცნების პოლიტიკურ ხასიათს. 1960-იან წლებში მრავალი ტერორისტული აქტი განხორციელდა
თვითგამორკვევისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სახელით. შახტერის თანახმად (1993:
244), ის ფაქტი რომ კონკრეტული პიროვნება თავისუფლებისათვის
მებრძოლად იწოდება, არ გამორიცხავს მის ტერორისტად ყოფნას.ტერორიზმის განსაზღვრება შესაძლებელია
კონკრეტული აქტებით(გატაცება, მასობრივი მკვლელობა და სხვ.) და არა იდეოლოგიური ხაზით
ან თავისუფლებისათვის ბრძოლის სახელით. თომანი (1991: 113) კი ერთმანეთისაგან განასხვავებს ტერორისტსა და თავისუფლებისათვის
მებრძოლს და მათ შორის მთავარ განმასხვავებელ კრიტერიუმად ღირებულებების სისტემას ასახელებს:
თავისუფლებისათვის მებრძოლი იბრძვის ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზაციისათვის
და ხალხის დარაზმულობისათვის იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული, მაშინ
როდესაც ტერორისტი ქმნის შიშის და ტერორის ატმოსფეროს და ორიენტირებულია საკუთარი მიზნების
მიღწევაზე იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდაა მიმართული.
რაც შეეხება ტერორიზმის ყველაზე გავცელებულ განსაზღვრებას, ამერიკის შეერთებული შტატების
თავდაცვის დეპარტამენტი მას განმარტავს შემდეგნაირად : “ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი - სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. (რუბაშვილი, 2003)


ტერორიზმისათვის
მთავარ სამიზნეს არ წარმოადგენს მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები, სამხედრო აღჭურვილობა, ოფიციალური
პირები და ა.შ., ტერორიზმი დაფუძნებულია სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც სამიზნე სიმბოლური
და მოულოდნელია, ეს განპირობებულია არა იმ ფაქტით, რომ ტერორიზმი სუსტების იარაღია, არამედ
იგი მიმართულია რაც შეიძლება სწრაფ და მატერიალური თვალსაზრისით ადვილად ხელმისაწვდომ
შედეგებზე.ტერორისტთათვის მთავარ მიზანს წარმოადგენს მასებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი
შთაბეჭდილების მოხდენა და სწორედ ამ გზით საკუთარი სურვილების და მიზნების რეალიზაცია.როდესაც
საუბარია ტერორიზმზე როგორც ცნებაზე და მის ძირითად აქტორებზე, აქ ერთმანეთისაგან უნდა
განვასხვავოთ ორი შეხედულება: პირველის თანახმად, ტერორიზმი წარმოადგენს არასახელმწიფოებრივი
აქტორების მოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ.ამ შეხედულების თანახმად, პოლიტიკური ლეგიტიმაციის
ნაკლებობის გამო ტერორიზმი წარმოადგენს სუსტების იარაღს ძლიერთა(სახელმწიფოები) წინააღმდეგ
თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების რეალიზაციისათვის. მეორე შეხედულება პირველის
ანტითეზაა და მიიჩნევს, რომ ტერორისტული აქტების
განხორციელებაში უშუალოდ სახელმწიფოები მონაწილეობენ ან სულ მცირე სახელმწიფები არიან
ტერორისტთა მომმარაგებლები ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სხვა რესურსებით.(Byman 2008, 1)


ბიბლიოგრაფია:

SELVİ, İSMAİL.2003. COUNTERING
STATE-SUPPORTED TERRORISM: THE PKK AND TURKISH FOREIGN POLICY TOWARDS THE
MIDDLE EAST. Master's thesis, School
Entry. In Online database name, http://www.thesis.bilkent.edu.tr/0002318.pdf (accessed February 18, 2015).რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7), - 2003

0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხიზანაშვილი
მარიამ ხიზანაშვილი
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0