x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135738
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი (ალკოჰოლზე დამოკიდებულება) - დაავადება რომელიც ალკოჰოლის ხშირ მომხმარებელს უვითარდება. ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ალკოჰოლური სასმელი არაა ნარკოტიკი, რადგან ის ლეგალურად იყიდება. თუმცა ის არის ფსიქოაქტიური ნარკოტიკი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც დეპრესანტი, რადგან აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის დონეს.

ალკოჰოლიზმი ადამიანს უქმნის სირთულეებს სოციალური ურთიერთობებისა და სტაბილური ოჯახის შენარჩუნებაში. ოჯახში არსებული ძალადობა ხშირ შემთხვევაში ასოცირდება დაგაჭარბებულ სმასა და ოჯახის ერთი ან მეტი წევრის მიერ ალკოჰოლის სისტემატურ მიღებასთან. ალკოჰოლიკის ოჯახში მყოფ ბავშვებზე ეს ფაქტი ძლიერად მოქმედებს.


image

ყველაზე ცუდია ის, რომ მოზარდებშიცაა ეს პრობლემა. ამის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი კი ისაა, რომ მაღაზიებში ყველანაირი აკრძალვის გარეშე 18 წლამდე პირს შეუძლია ალკოჰოლური სასმელის ყიდვა. მოზარდები სმას სხვისი წაბაძვით, უმიზეზოდ და დაუფიქრებლად იწყებენ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ სმა სიმწიფის, ძლიერების, ვაჟკაცობის, სიმამაცის დასტურია. მოზარდის ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ნერვულ სისტემას ალკოჰოლის უმცირესი დოზაც კი ვნებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, სად, როგორ პირობებში იზრდება ბავშვი, როგორები არიან მისი მშობლები, მეგობრები, საზოგადოდ, ხალხი, ვისთანაც მას ყოველდღიურად უხდება ურთიერთობა. თუ მის გარშემო უფროსები ალკოჰოლს ეტანებიან, თუ ხშირად ხდება სმით გამოწვეული უსიამოვნებების, ოჯახური უთანხმოების, ჩხუბის, აყალმაყალის, ლანძღვა-გინების მოწმე, თვითონაც ადვილად დაიწყებს სმას. არცთუ იშვიათად ბავშვს ალკოჰოლს თვითონ მშობელი აჩვევს - აქაოდა, ერთი ჭიქა ღვინო არ აწყენს, პირიქით, სასარგებლოც კიაო. საქართველოში, როგორც ღვინის ტრადიციების ქვეყანაში, სმის პრობლემა საზოგადოებისთვის მტკივნეული მხოლოდ უკიდურეს ფაზაში ხდება.



ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაავადებაა, რომელსაც მედიცინა ბიო-ფსიქო-სოციალურ ჭრილში გაიაზრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ალკოჰოლიზმს ახასიათებს ქრონიკული და, თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ძალზე ავთვისებიანი მიმდინარეობა. მკურნალობასთან ერთად კი აუცილებელია სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ალკოჰოლის მოხმარება საზოგადოებისთვის სოციალურ-კულტურულ ელემენტს წარმოადგენს. საქართველო სწორედ ასეთ ქვეყნებს შორისაა, სადაც ალკოჰოლიზმზე, როგორც დაავადებაზე, თითქმის არ საუბრობენ.


ალკოჰოლის მიღება პრობლემაა. ამის გამო პრობლემები გექმნებათ ურთიერთობებში, სასწავლებელში, ოჯახში, სოციალურ ურთიერთობებში, ან უბრალოდ, ალკოჰოლის მიღების გამო თავს ცუდად გრძნობთ. ყველა კვლევით დასტურდება, რომ მოზარდებისა და ახალგაზრდების მიერ ალკოჰოლის მიღების შედეგად იზრდება სხეულის დაზიანებებისა და ფატალური შედეგის დადგომის რისკი. ამიტომ, საჭიროა ამ პრობლებასთან ბრძოლა.



ზოია შეხოვცევი

0
2188
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოკო
ზოკო
2188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0