შოუბიზნესი "ცანცარა გოგო და მისი შეყვარებული"-როგორ მიულოცა ნანუკა ჟორჟოლიანმა მეუღლეს დაბადების დღე 2015, 15 თებერვალი, 23:17
15 თებერვალს ირაკლი კოდუას დაბადების დღე გახლდათ. ჟურნალისტმა ეს დღე მეუღლესთან ერთად გაატარა. "მარჯვნივ ცანცარა გოგოა, მარცხნივ მისი შეყვარებული, რომელიც მარჯვენასაგან განსხვავებით არასოდეს ცანცარებს. დღეს ბიწი იუბილარია და ცანცარა გოგო ბედნიერი.ეს ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, ცხოვრება უინტერესო იქნებოდა"-წერს ჟორჯოლიანი სოციალურ ქსელში და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც ურთავს. წყვილს ოფიციალურად ქორწინება არ აკავშირებს, სურთ რამდენიმეწლიანი კავშირი დააკანონონ. ქორწილს ზუსტად ურთიერთობის 10 წლის თავს დაამთხვევენ. "ჯერ კიდევ ვფიქრობ გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად. ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება. ჯერ არ ვიცი ჩავიცვამ თუ არა თეთრ კაბას, მაგრამ არ გამოვრიცხავ"-გვიამბობდა ნანუკა. შეგახსენებთ, რეომ ნანუკა ჟორჟოლიანს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. რაც შეეხება პატარა საბას, ის ირაკლისა და ნანუკას სიყვარულის ნაყოფია. იმედია ირაკლი კოდუა საქართველოში დაბრუნებასა და ქორწილის გადახდას უახლოეს მომავალში მოახერხებს. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 225 4-ს მოსწონს 1-ს არა
|