სხვა ძვლების შეერთება. პირველი დახმარება ჩონჩხის დაზიანების დროს 2015, 15 თებერვალი, 8:54 ადამიანის ჩონჩხის ძვლები ერთმანეთთან
დაკავშირებულია უძრავა, მოძრავა და
ნახევარ მოძრავად. უძრავად
შეერთებულია თავის ქალას, გავის
მალების, მენჯის ძვლები. ძვლების მოძრავ შეერთებას სახსარი ეწოდება. სახსრის შექმნაში მონაწილეობს ერთი ძვლის ფოსო და მეორე ძვლის ფოსოს ფორმის თავი. ასეთებია: ქვედა ყბის, მხრის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, თითის სახსარი და სხვა. ხრტილის თხელი ფენით დაფარული ძვლების შეერთებას, რომელთა მოძღაობა შეზღუდულია, ნახევრად მოძრავი შეერთება ეწოდება. მაგალითად, ხერხემლის მალების შეერთება. მოუქნელი მოძრაობის დროს შეიძლება დაზიანდეს ძვლების შემაერთებელი იოგები. სახსრის ირგვლივ იწყება შეშუპება, ხანდახან სისხლჩაქცევა, ტკივილი, ასეთ დაზიანებას დაჭიმვა ეწოდება. ამ დროს პირველადი დამარება ყინულიანი ბუშტის ან ცივ წყალში დასველებული საფენის დადებაა. თუ სახსარში ძვლების ძლიერ გადანაცვლება მოხდა, ამას ღრძობა ეწოდება, რომლის დროსაც ძვლის თავი ფოსოდან ამოვარდება. ღრძობის დროს პირველადი დახმარება არტაშანით (რაც ხელში მოგხვდებათ, ფიცარი, სქელი ტოტი, მუყაოს მკვრივი ნაჭერი და სხვა მჭიდროდ უნდა დაადოთ კიდურს ბანდით, პირსახოცი და ა.შ. გადაახვიოთ) სახსრის სრული უმოძრაობის უზრუნველყოფაა. ძვლის ნებისმიერი მოტეხილობის დროს არტაშანის დადებით ძვალი უმოძრაოდ უნდა გახადო. თავის ქალის დაშავების დროს, დაშავებული ზურგზე დააწვინეთ და თვი ოდნავ აუწირთ, რათა თავიდან აიცილოთ ქალის შინაგანი სისხლის ჩაქცება. ხერხემლის დაზიანების დროს აუცილებელია დაშავებული პირქვე დავაწვინოთ, რადგან მჯდომარე მდგომარეობაში შეიძლება დაზიანდეს ზურგის ტვინი. ყველა აღწერილ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყონებლივი გამოძახება. 1825 3-ს მოსწონს
|