სხვა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს 2015, 15 თებერვალი, 1:50 "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან
გამართულ აქციაზე "თავისუფალი
თაობის" ექვსი წევრი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით ორგანიზაციის
წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ "ნაც. მოძრაობის" ოფისის მიმართულებით წეთელსაღებავიანი პარკები ისროლეს. დაკავებულთა შორისაა "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და კიდევ ორგანიზაციის ხუთი წევრი: გიორგი მუხიგულაშვილი, ზურა ბიგვავა, გიორგი კირტავა, გიორგი ბაბუხადია და ბექა შენგელია. ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 69 შეფასება არ არის
|