x
მეტი
  • 12.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510263
მეგობრული ურთიერთობების დინამიკა და კონფორმულობა
მეგობრობა
ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადამიანთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მეგობრობის წყალობით ბავშვები, და არამარტო ბავშვები, ივითარებენ თვითპატივისცემის გრძნობას და იმეცნებენ სოციალური ნორმებსა თუ ღირებულებებს.

რობერტ სელმანმა (1976, 1981) მეგობრობის 4 სტადია გამოჰყო. პირველი სტადია მოიცავს 6–7 წლამდე პერიოდს. ამ ასაკში ბავშვისთვის მეგობარი არის ის, ვისთან ერთადაც თამაშობს, ვისთან ერთადაც ზის მერხთან, ვინც მის გვერდით ცხოვრობს. მეორე სტადია მოიცავს 7–9 წლის პერიოდს, ამ დროს ჩნდება იმის განცდა, რომ მეორე ადამიანსაც გააჩნია გრძნობები და რომ, მან მისი აზრიც უნდა გაითვალისწინოს. მესამე სტადიაზე (9–12 წელი) ჩნდება ნდობის განცდა. ამ პერიოდში ბავშვი ხვდება, რომ მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან, მხარში უდგანან და მნიშვნელოვანი ხდება მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება. მეოთხე სტადიაზე (11–12 წელი) ბავშვს უკვე შეუძლია თავი წარმოიდგინოს მეორე ადამიანის პოზიციაზე და ურთიერთობას მისი თვალით შეხედოს. სელმანის მიხედვით, გარდატეხა მეგობრულ ურთიერთობებში, სწორედ, ამ დროს ხდება.
V-VI კლასებში აქტუალური ხდება მიკრო სოციალური ჯგუფების მეგობრობა, რომელიც შეიცავს რამდენიმე გოგონასა და ბიჭს, რომლებიც გარკვეულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. ისინი ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ისეც ხდება, რომ ზოგიერთ ბავშვს სამეგობრო წრიდან რიყავენ. ეს ბავშვი ძირითადად არის ის, ვინც ზედმეტი აგრესიულობით ან ზედმეტი სიმორცხვით ხასიათდება. ამ ბავშვებისთვის ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ართულებს მათ შემდგომ ადაპტაციას. აგრესიულები შეიძლება უფრო აგრესიულები გახდნენ, ხოლო მორცხვები - მუდმივი ჩაგვრის მსხვერპლნი.

გარიყვაჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გარიყული ბავშვები საკუთარ წარუმატებლობას უფრო მეტად მიაწერენ გარე სამყაროსა თუ პირობებს, ვიდრე ჯგუფში მიღებულნი.

ჯგუფი ეს არის ბავშვების მყარი ერთობა, რომლებიც მუდამ ურთიერთობენ ერთმანეთთან, იზიარებენ საერთო მიზნებსა და ნორმებს, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფის წევრთა ქცევებს. მათ გარკვეული სტატუსიც აქვთ, ზოგი შეიძლება იყოს ლიდერი, ზოგი კი მას ემორჩილებოდეს.


ბავშვების სწრაფვა, რომ შეესატყვისებოდნენ არსებულ ნორმებს, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ზედმეტად ცდილობენ და ეს გარკვეული საფრთხის შემცველია. მიიჩნევა, რომ ჯგუფის ნორმებთან შესატყვისობას უფრო მეტად ცდილობენ ვაჟები, ვიდრე გოგონები.

მეტად კონფორმული ბავშვები ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით: მომატებული შფოთვა, არასრულფასოვნების გრძნობა და სხვის აზრზე ზედმეტად დამოკიდებულება. კონფორმულობას უმცროს ასაკში თავისი დანიშნულებაც აქვს. მისი საშუალებით ბავშვები ახალ გარემოსთან მიკუთვნებულობის გრძნობას ივითარებენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს დაბალანსებული, რადგან შეიძლება ჯგუფიდან “განსხვავებული'' წევრების გარიყვა გამოიწვიოს, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უარყოფითად აისახება მათ შემდგომ ადაპტაციაზე.


ავტორი – მაყვალა გოგოლიძე

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მაყვალა გოგოლიძე
მაყვალა გოგოლიძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0