ტენდენციები რა არის მოდური 2015 წელს 2015, 12 თებერვალი, 16:36 როგორც ვიცით ყოველ წელს სიახლეა მოდაში და სხვადასხვა ტანისამოსი ხდება მოდური. მოდა ეს ისეთი რამ არის, რაც მუდმივად ბრუნვის პროცესშია. დღეს თუ მაღალწელიანი შარვლებია მოდაში, შესაძლოა რამოდენიმე წლის მერე კვლავ დაბალწელიანმა შარვლებმა ჩაანაცვლოს და პირიქით. ქართველებს ძალიან დახვეწილი გემოვნება გვაქვს უბრლაოდ არ გვაქვს იმდენი საშუალება, რომ ყველა ჩვენი სურვილი დავიკმაყოფილოთ და შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ტანისამოსი და აქსესუარები. ის ფაქტი, რომ შავი ფერი ქართველთათვის მუდამ მოდურია არც არის გასაკვირი, რადგანაც შავი უფრო გლამურულია ჩემი აზრით და ასევე მას შეუძლია ბევრი ნაკლის დაფარვა. იგი უფრო თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და ზედმეტ კალორიებსაც ფარავს. ახლა კი მითხარით რატომ არ უნდა ვატარებდეთ შავ ფერს? ზოგადად ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე და ბუნებაზე მეტყველებს. ასევე ფერები მეტყველებს ადამიანის განწყობაზე, თუმცა შავი ფერი არ გამოხატავს მაინცდამაინც ჩვენს შინაგან სამყაროს და განწყობილებას. ხშირად შავი ფერის მიღმა მხიარული ადამიანი იმალება, რომელიც ბედნიერია და პოზიტიურად არის განწყობილი. მოდით ვნახოთ რა არის დღეს ტენდენციური და აქტუალური.
1.მოდაშია ნაკლებად გადატვირთული, სადა და კლასიკური სტილის პალტოები.
2.როლინგებია დღეს ძალიან აქტუალური, როგორც მამაკაცზე ასევე ქალბატონებზე.
3.შარვლებს რაც შეეხება, მაღალწელიანი და ღია ფერის შარვლებია წელს ძალიან აქტუალური და ასევე აქტუალურია დახეული ჯინსები კვლავ. 4. სქელ ქუსლიანი ფეხსაცმელია მოდური, მათ შორის ბატინკებიც. ასევე "ნაიკის" ბოტასები და "ოლ სტარებია" აქტუალური. მაღალყელიანი ჩექმა კვლავ შემოდის აქტიურ ხმარებაში. 5.ახლა კი ვნახოთ, როგორი სტილის ჩანთებია მოდური. 711 2-ს მოსწონს
|