სხვა Alain Delon-ის კუთვნილი Ferrari აუქციონზე გაიყიდა 2015, 12 თებერვალი, 10:23 პარიზში აუქციონზე გაიყიდა Alain Delon-ის კუთვნილი 1960 წლის Ferrari 250 GT California Spider. ავტომობლი Alain Delon-ის საკუთრება 60-იან წლებში გახლდათ. აღნიშნული მოდელი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მისი ფასი დაახლოებით 18.5 მილიონი ამერიკული დოლარია. იგი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების სიაში მეოთხე ადგილზეა. 2014 წლის ბოლოს აღმოაჩინეს Roger Bayon-ის კუთვნილი ავტოკოლექცია. ვერსიებით, ბიზნესმენი გაკოტრდა და დაძაბული მდგომარეობის გამო გადაავიწყდა იშვიათი ეგზემლარის ავტომობილები. Bayon- ის შთამომავლებმა აუქციონის სახლ Artcurial-ს მიმართეს კოლექციის შესაფასებლად და შედეგით სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ. აუქციონზე, აღნიშნული კოლექციიდან, აგრეთვე გაიყიდა 9 ავტომობილი. მათ შორის იყო 1956 წლის Maserati A6G 2000 Gran Sport Berlinetta Frua, რომელიც 2.2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, 1966 წლის Ferrari 275 GTB Berlinetta, რომელიც, აგრეთვე, 2.2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა და 1949 წლის Talbot-Lago T26 Grand Sport SWB, რომლის ამჟამინდელმა მფლობელმაც 1.9 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს კაცობრიობის ისტორიაში, ეს გახლდათ 1962 წლის Ferrari 250 GTO Berlinetta, რომელიც 38115000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 56 3-ს მოსწონს
|