x
image
K.P.
სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე ერთმანეთს დაშორდნენ?

image
გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია ქართულ შოუბიზნესში. ერთმანეთი პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების წყალობით გაიცვნეს. მაშინ ორივეს ჰქონდა პირადი ცხოვრება, სალომე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული, გიორგი კი მსახიობ თამთა შალამბერიძეზე. ჭორები გიორგისა და სალომეს რომანზე მალევე გავრცელდა, მაგრამ წყვილი ყველაფერს უარყოფდა. სიმართლე დიდხანს არ დაიმალა, სულ რამდენიმე თვეში კი წყვილმა ჯვარიც დაიწერა და პატარა, მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა.image

თბილისში ჭორები უკვე ვრცელდება წყვილის დაშორების თაობაზე. როგორც ბოროტი ხმები იუწყებიან, გიორგიმ ოჯახის შექმნის მიუხედავად მექალთანეობა ვერ მოიშალა, სალომეს მთავარი საზრუნავი კი ცეკვაა. მეტიც, "მარაო რუსთავი 2" იძულებული გახდა წყვილის ერთობლივი გადაცემა დაეხურა. აღნიშნული ფაქტი გიორგი ვარდოსანიძემ უარყო. მსახიობი ამტკიცებს, რომ მეუღლეს არ დაშორებია.

შეგახსენებთ რომ, გიორგი ვარდოსანიძე საქართველომ სერიალ "გოგანა გარეუბნიდან"გაინო. მოგვიანებით კი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით, მისი პოპულარობა ეთიორად გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მამის ხათრით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, იურისტობა მისი საქმე რომ არ იყო და სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო. ამბობს, რომ არც შემცდარა. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. 18 წლიდან მუსკომედიის თეატრის შტატში ირიცხება.

ვუსუროთ წყვილს წარმატებები....

imageimageimage


0
2918
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0