x
ნერვული სისტემის ზოგადი დახასიათება
imageუჯრედების, ქსოვილების, ორგანოთა და მათი სისტემების შეთანხმებულ მუშაობას

უზრუნველყოფს ნერვული სისტემა. მისი მეშვეობით ხორციელდება ორგანიზმის კავშირი გარემოსთან. ნერვიული სისტემა ანატომიურად იყოფა ორ ნაწილად: ცენტრალური დაპერიფერული. ცენტრალური ნერვული სისტემა შედგება თავის და ზურგის

ტვინისგან პერიფერიული - ნერვულ დაბოლოებებისას, ნერვებისა და ნერვული კვანძებისგან. ნერვულ სისტემას ქმნის ნერვული ქსოვილი. ნერვული ქსოვილი შედგება ნერვული და თანამგზავრი უჯრედებისაგან. ნერვული უჯრედები - ნეირონი შედგება სხეულის და მორჩებისაგან.

მორჩები უზრუნველყოფენ ნერვულ იმპულსის გატარებას სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში. ხშირად მათი სიგრძე 1-1, 5 მეტრს აღწევს. მორჩები ორი ტიპისაა: დენდრიტები და აქსონები. დენდრიტებს ნერვული იმპულსი სხეულთან მიაქვს, ხოლო აქსონს სხეულიდან გამოაქვს. ნეირონები ფორმით და ფუნქციებით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფორმის მიხედვით განარჩევენ 4 ტიპს ნეირონს. მათ სახელწოდებას განსაზღვრავს მორჩების რაოდენობა. აქსონი ყველა ნეირონს ერთი აქვს. ფუნქციის მიხედვით განარჩევენ სამი ტიპის ნეირონს: მგრძნობიარეს, რომლებიც ნერვულ იმპულსს გრძნობათა და შინაგან ორგანიზმებიდან გადასცემენ თავისა და ზურგის ტვინს: მამოძრავებელს, რომლებიც საპასუხო ნერვულიმპულსებს გადასცემენ შესაბამის ორგანოებს და ჩართულს, რომლებიც აკავშირებენ მგრძნობიარე და მამოძრავებელ ნეირონებს.


image

0
952
3-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0