x
image
გვანცა1234
10 საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ

სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ყოველი ღვთიური კანონის არსია. სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“). სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა. სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება. არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითოეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება. imageწარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს სიყვარულის და შეყვარებული წყვილების შესახებ:
1) კვლევის თანახმად, ლამაზი სახე უფრო მეტად იზიდავს პარტნიორს, ვიდრე ლამაზი სხეული. image2) ჩახუტება იწვევს იმავე ნევროლოგიური რეაქციას, რასაც ტკივილგამაყუჩებლის მიღება. image3) გულის სიმბოლო პირველად გამოყენებული იქნა სიყვარული აღსაღნიშნად 1250 წელს. მანამდე, იგი წარმოდგენილი იყო უბრალო ფოთლების სიმბოლოდ. image4) მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სიყვარული ხდის ადამიანს ნაკლებად პროდუქტიულ პირს.image5) ფილოფობია აროს სიყვარულის შიში. image6) გამოკითხვების მიხედვით, წყვილების 2%-ს შეუყვარდათ ერთმანეთი სუპერმარკეტში. image7) 2014 წელს, პატიმარი გაიქცა არიზონას წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, რათა გაეტარებინა ვალენტინობა მის შეყვარებულთან ერთად. image8) ძველ საბერძნეთში, ვინმესთვის ვაშლის სროლა, ნიშნავდა მისთვის სიყვარულის ახსნას. image9) 23% წყვილებისა, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს ონლაინ გაცნობის მეშვეობით, ურთიერთობა ქორწინებით დაასრულეს. image10) კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ამბობენ "მე შენ მიყვარხარ" პირველად, ვიდრე ქალები.
image

2
795
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
795
  
2015, 9 თებერვალი, 11:28
:D:D:D
2015, 9 თებერვალი, 11:24
სიყვარულო ძალსა შენსააოოო არაა :P
0 1 2