x
დიდი ქალაქები და სულიერი ცხოვრება (ჯორჯ ზიმელი)

დიდი ქალაქები და სულიერი ცხოვრება

თანამედროვე ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემები მომდინარეობს
ინდივიდის მცდელობებიდან შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა
და მისი არსებობის ინდივიდუალურობა, სუვერენული ძალის მქონე საზოგადოების, ისტორიის მემკვიდრეობისა და გარეგნული კულტურის და ცხოვრების
სტილის საწინააღმდეგოდ. ეს ანტაგონიზმი წარმოადგენს კონფლიქტის ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელიც გულისხმობს, რომ თავისი ფიზიკური
არსებობისთვის პირველყოფილმა ადამიანმა ფეხი უნდა აუწყოს ბუნებას .

მე-18 საუკუნეს
შეიძლება ვუწოდოთ ყველა კავშირისაგან განთავისუფლებული, რომელიც ისტორიულად ვითარდებოდა
პოლიტიკაში, რელიგიაში, მორალსა და ეკონომიკაში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო თანასწორუფლებიანი ადამიანის ბუნებრივი ქცევის განვითარება. მე-19
საუკუნეში კი ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ადამიანის თავისუფლებისთვის, ინდივიდუალურობისთვის
და მისი მიღწევებისთვის, რომელნიც ადამიანებს ხდიდნენ უნიკალურებს და აუცილებლებს,
მაგრამ ამავე დროს უფრო დამოკიდებულნს სხვების აქტივობებზე.
ნიცშეს აზრით, ინდივიდუალიზმის განვითარების წინაპირობა
ულმობელი ბრძოლაა, მაშინ, როცა სოციალიზმი იბრძოდა ყოველგვარი შეჯიბრის ჩასახრშობად,
თუმცა ამ ორივე მოსაზრებაში ფუნდამენტური მოტივი არ შეცვლილა, სახელოდობრ, წინააღმდეგობა ყოფილიყო თანაბარზომიერი, შთანთქმულია სოციალურ-ტექნოლოგიურ მექანიზმებში.
„ მე დაინტერესებული ვარ მეტროპოლიების შესწავლით, პასუხის
მისაღებად კი საჭიროა ცხოვრების ინდივიდუალური ასპექტების და გარეშე ძალების კვლევა . ეს იქნება ადაპტაციების კვლევა, რომელნიც პიროვნებების მიერაა რეგულირებული, იმ ძალებში რომლებიც დგას მათ გარეთ.
მე მსურს გამოვიკვლიო თუ რა გავენა აქვს ქალაქს ადამიანის აზროვნებასა და ქცევაზე.
ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელზედაც მეტროპოლიის ცხოვრებაა აგებული არის ემოციური ცხოვრების გაძლიერება, სწრაფი და შეუწყვეტელი
ცვლა შიდა და გარე სტიმულებისა. ადამიანი არის ცოცხალი არსება, ვისი არსებობაც დამოკიდებულია
სხვადასხვა ფაქტორებზე, მისი გონება კი სტიმულირებს აწმყოს შთაბეჭდილებებსა და წარსულში მომხდარ ამბებს შორის განსხვავებების შედეგად. ხანგრძლივი შთაბეჭდილებები, უმნიშვნელო განსხვავებებით, მათი ცხოვრების შეჩვეული რეგულაციები და მათ შორის განსხვავებები, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ
ნაკლები სულიერი ენერგია ვიდრე მრავალი ცვალებადი/ტელესკოპიური სურათი, გვიჩვენებს განსხვავებას რა არის ერთი შეხედვით გაგებული
, და რა მოულოდნელობის ძლიერი სტიმული .ყოველდღიური ცხოვრების წესისგან განსხვავებული
მცირეოდენი შთაბეჭდილებაც კი აღიწერება ცნობიერებაში და ეს დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე
ვიდრე ცვალებადი სურათები. მეტროპოლისი ქმნის ფსიქლოგიურ გარემოს ცხოვრების სწრაფი ტემპით და სხვადსხვა სახის ეკონომიკური, პროფესიული და სოციალური აქტივობებით. ის ქმნის სულიერი ცხოვრების საფუძველს
და გაცნობიერებულობის ხარისხს, რაც საჭიროა ჩვენი ორგანიზაციისთვის, როგორც ცოცხალი
არსებებისთვის, რომელნიც დამოკიდებულნი არიან განსხვავებებზე . ის ღრმა კონტრასტს ქმნის
პატარა ქალაქის და სასოფლო დასახლებებს შორის, რადგან სოფლად ცხოვრების ნელი ტემპი,
მდგრადი რითმია. ამგვარად, მეტროპოლისის სულიერი ცხოვრების არსებითი ინტელექტუალური
ხასიათი ხდება გასაგები პატარა ქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც უფრო მეტად ემოციურ
ურთიერთობებზე და გრძნობებზეა აგებული. ეს უკანასკნელი დამკვიდრებულია გონების შეუცნობელ
ნაწილში და ვითარდება ძალიან ადვილად მყარ წონასწორობაში. სხვაგვარად, ადგილმდებარეობა არის მიზეზი იმისა თუ როგორ ჩვევებს
განივითარებს ადამიანი, როგორი იქნება მისი პიროვნული ძალა. იმისთვის რომ, ადამიანის
შინაგანმა ძალამ მოაწესრიგოს ცვლილებები და წინაარმდეგობები ამ მოვლენებში, არ საჭიროებს
სიმშვიდის დარღვევას და შინაგან ძვრებს (გარდაქმნებს). უფრო კონსერვატიული პიროვნებები
ადვილად ეგუებიან იგივე მოვლენების რითმებს.
მეტროპოლიის ტიპი, რომელიც ბუნებრივად იღებს ათასობით ინდივიდუალურ მოდიფიკაციას ქმნის დამცველ
ორგანოს აბსოლიტური ნგრევის წინააღმდეგ, რომელიც
შინაგანი გარემოს რხევას და უწვეტობას მოასწავებს . იმის ნაცვლად, რომ იმოქმედოს ემოციურად, მეტროპოლიის ტიპი თავდაპირველად
მოქმედებს გონებრივი მანერებით, ასევე ქმნის გონებრივ უპირატესობას ცნობიერების გაძლიერების
მეშვეობით. ამგვარად, მეტროპოლიაში მცხოვრები ადამიანის რეაქცია ამ მოვლენების მიმართ გადაადგილდება გონებრივი აქტიურობის სფეროში, რომელიც
არის ძალიან ცოტათი მგრძნობიარე და რომელიც
ყველაზე შორსაა, განცალკევებულია ღრმა პიროვნულუბიდან. ეს ინტელექტუალური თვისება, რომელიც ცნობილია, როგორც შინაგანი ბუნების
დაცვა მბრძანებლური მეტროპოლიის საწინააღმდეგოდ, ხდება განშტოებული მრვალარიცხოვან
სპეციფიკურ ფენომენში.
მეტროპოლიები ყოველთვის იყო ფულის მეურნეობის წარმოების
წყარო, რადგან მრავალმხრივი და კომერციული საქმიანობის კონცენტრაცია იძლეოდა გაცვლის
საშუალებას, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა
აქვს, და რომელიც ვერ იქნებოდა მიღწეული
სასოფლო ცხოვრებაში. ფულის ეკონომიკას და ინტელექტს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. მათ ჩვეულებრივ სავსებით მშრალი დამოკიდებულება
აქვთ ადამიანებთან. ინტელექტუალური ადამიანი არის გულგრილი ყველა საგნის მიმართ რადგან, ამათგან, ურთიერთობების და რეაქციების განვითარება
რომლებიც არ არიან მთლიანად გაგებული გონივრული
მეთოდების მეშვეობით - ისევე როგორც უნიკალური ელემენტი არასდროს შედის ფულის პრინციპებში.ფული ყველასთვის არის გაცვლის ღირებულება,
რომელიც ყველა რაოდენობრიც დონეზე ამცირებს ხარისხს და ინდივიდუალურობას. ყველა ემოციური
ურთიერთობა ადამიანებს შორის, ინტელექტუალური ურთიერთობების გათვალისწინებით, დაკავშირებულია
ადამიანებთან, როგორც ციფრებთან, ისე ელემენტებთან, რომლებიც არიან ინდიფერენტულები,
მაგრამ აქვთ ინტერესი რომ მათ შესათავაზონ რაღაც ობიექტურად აღქმადი.
ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური პრობლემების ასპექტებთან დაკავშირებით,
აღსანიშნავია რომ, ძველად ნაკლებად მოწინავე კულტურების წარმოება იყო მყიდველისთვის,
ვინც უკვეთავდა პროდუქციას, ამგავარად მწარმოებელი და მყიდველი იცნობდა ერთმანეთს.
თანამედროვე ქალაქი, წარმოების მიერ მარაგდება უკლებლივ, ამდენად მწარმოებლები არიან უცნობნი, ისინი არადროს ჩნდებიან გასაყიდ ბაზარზე როგორც მწარმოებლები. დღესდღეისობით,
ქალაქში დომინირებს ფულის ეკონომიკა და აქედან გამომდინარე საქონლის გაცვლა ამოძირკვულია
და ყოველდღიური პერსონალური შეკვეთების რაოდენობაც შემცირებულია. ზოგადად, პროდუქტი
იქმნება მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, დიდ ქალაქებში კი ხდება ზოგადი მოთხოვნების გათვალისწინება და არა
კონკრეტულად რომელიმე კლიენტის მოთხოვნისა.

ფსიქოლოგიურ-ინელექტუალური დამოკიდებულება და ფულის
ეკონომიკა ახლოს არიან ერთმანეთთან შეკავშირებულნი,
ამდენად არავინ იცის რომელი იყო პირველი შემქმნელი, რომელმაც განახორციელა ეს უკანასკნელი. რაც დაწრმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ცხოვრების ეს ფორმა მეტროპოლიებში არის ნიადაგი
რომელიც კვებავს ამ ურთიერთქმედებას ძალიან ნაყოფიერად. მაგალითად : ლონდონი არასდროს ყოფილა ინგლისის გული
, ის ხშირად იყო ინტელექტისა და ფულის სალარო, ინგლისის მთელი ისტორიის განმავლობაში.

გარკვეულ, უმნიშვნელო ხასიათების ან თვისებების ცხოვრების შინაგანი ასპექტებში მეცნიერების მიერ აღმოჩენილია მენტალური ტენდენციები.
თანამედროვე გონება გახდა უფრო მეტად გამომთვლელი ერთეული. პრაქტიკული ცხოვრების სიზუსტე, რომელიც შედეგია
ფულის ეკონომიკისა შეესაბამება სრულყოფილ საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, სახელდობრ, მსოფლიო გარდაქმნა არითმეტიკულ პრობლემად და გაერთიანება ყველა, როგორც მისი ერთი ნაწილი მათემატიკურ
ფორმულაში. ფულის ეკონომიკამ შეავსო უამრავი ადამიანის ყოველდღიური
ცხოვრება, ანგარიშით, გამოთვლებით, წონადობით და შეამცირა თვისებრივი ღირებულებები რაოდენობრივის ზრდის ფონზე. ხასიათის თვლადობის
გამო, ცხოვრების ელემენტების ურთიერთობაში ფულმა მოიტანა სიზუსტე და სიმტკიცის ხარისხი თანასწორობასა და უთანასწორობაში და ცალსახა თანახმობასა
და წესრიგში მოყვანაში, ისევე როგორც გარეგანულად ამ სიზუსტემ მოიტანა ჯიბის საათების გავრცელება.

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0