x
"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - ზღაპარი თუ რეალობა?

imageამ სახელწოდების გაგებისას ყველას ალბათ ცნობილი ზღაპარი გვახსენდება, მაგრამ არც ისე ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ამ სახელწოდების სინდრომი წარმოადგენს საკმაოდ იშვიათ დაავადებას. ამ დაავადების შესახებ პირველი ჩანაწერები ეკუთვნის ექიმ ლიპმანს (1952წ). მხოლოდ 1955 წელს კანადელმა ექიმმა/ნევროლოგმა ჯონ ტოდმა მოახერხრა ამ დაავადების ზუსტად აღწერა და სცადა მისი გამომწვევი მიზეზების პოვნა.

მიკროფსია - ასე მოიხსენიებენ "ალისას სინდრომს"
მედიცინის სამყაროში. ესაა ნოვროლოგიური მდგომარეობა, როლის დროსაც ადამიანი სრულიად დამახინჯებულად აღიქვამს სამყაროს. კერძოდ კი ხდება სხეულებს და საგნების ზომების არასწორი აღქმა. მაგ.სტანდარტული კარის სახელური შესაძლო დაინახოს ლამის მთლიანი კარის ზომის, იატაკი მოულოდნელად დაინახოს ვერტიკალურად, კედლებმა დაიწყო მიახლოვება, შესაძლოა მაგიდებმა და სკამებმა საერთოდაც ჰაერში იფრინონ. თუმცა უფრო ხშირია გარესამყაროში არსებული ობიექტების იმაზე პატარებად აღქმა, ვიდრე სინამდვილეში არიან. მხედველობით აღქმა შესაძლოა იმდენად ალოგიკური და რეალობისგან დაშორებული იყოს, რომ ადამიანმა დაკარგოს კონტროლი სიტუაციასა და საკუთარ ქცევაზე.
არსებობს ამ დაავადების სახესხვაობა - მაკროფსია. ამ დროს ხდება სწორედ საგნების არარეალურ ზომებამდე ზრდა. ყველაფერი ეს კი ხდება მოულოდნელად. მაგ. პატარა კენჭი უცბად შეიძლება აღქმული იქნას, როგორც უზარმაზარი ლოდი.
როგორც ლ.კეროლის ზღაპარში " ალისა საოცრებათა ქვეყანაში", დაავადებული ადამიანებიც ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მათ ეჩვენებათ. არსებობს ასეთი შეხედულებაც: თავად წიგნის ავტორს აწუხებდა საშინელი თავის ტკივილები და ყოველი რეციდივის წინ მას ეწყებოდა მიკროფსია. თუმცა ეს მოსაზრება დაუდასტურებელია.
ამ დაავადების აღმოცენები მრავალი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს გამუდმებული თავის ტკივილები, ეპილეფსია, შოზოფრენია, მონონუკლეოზი და ა.შ. ასევე საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნიან ჰალუცინოგენური პრეპარატები. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მიკროფსიის ჩამოყალიბებას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეც უწყობდეს ხელს. ძირითადად ეს დაავადება გავრცელებულია 13-14 წლის ბავშვებში.
ზრდასთან ერთად დაავადების გამოვლენის შემთხვევათა სიხშირე კლებულობს და 30 წლამდე ქრება. ამ დაავადების "შემოტევა" რამოდენიმე წამიდან 15 წუთამდე გრძელება. აღსანიშნავია, რომ დაავადებულებს მხედველობის ორგანოს (თვალის) დაზიანებები არ აღენიშნებათ. მთელი პრობლემა მათ ფსიქიკაშია. ტვინი არასწორად ამუშავებს თვალიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც საბოოლოოდ გვაძლევს დამახინჯებულ სურათს.
არსებობს ამ დაავადების რამოდენიმე კლინიკრუად აღწერილი შემთხვევა. რომლებშიც აღწერილია მთელი პროცესი დაწყებული პირველი ჰალუცინაციებით, დამთავრებული მათ გაქრობით. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჰალუცინაციები გახანგრძლივებულია და ზრდასრულობის ასაკთან ერთად არ ქრებიან. სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში ექიმის ჩარევა ვერაფერს გამოასწორებს, რადგან ეს სინდრომი იმ მრავალ დაავადებათა შორისაა, რომლის განკურნებაც დღესდღეობით ვერ ხერხდება.

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0