შოუბიზნესი როგორ მამაკაცს ეძებს ნინი ბადურაშვილი? 2015, 5 თებერვალი, 19:21 ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას. მომღერლის მოულოდნელმა გათხოვებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინ იყო, ქმართან გაშორება და ირაკლი კუტალაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნინის მიზანი მხოლოდ გათხოვება და შვილის კანონიერი ქორწინებიდან გაჩენა იყო. ბევრი ბრალდებისა და კინკლაობის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. 2 წლის ელენე დედასთან, საქართველოში იზრდება, თუმცა მამის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს. რამდენიმე თვის წინ პატარამ ერთი თვე ირაკლი კუტალაძესთან და ბებია-ბაბუასთან საზღვარგარეთ გაატარა. ნინი ამტკიცებს, რომ ყოფილ ქმარს ძველი წყენა აპატია. მომღერალი ამჟამად დროს კარიერასა და ქალიშვილს უთმობს, თუმცა ოჯახის შექნასაც არ გამორიცხავს. ნინის მტკიცებით დედობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მომღერალმა ორიოდე დღის წინ ინტერნეტში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "არავინ ხართ ეგეთი?" ფოტოს არაერთი ცნობადი სახე გამოეხმაურა. თაკო გაჩეჩილაძე: ჰაჰა, კი მყავს სამივე აქ, გინდა? თეონა კონტრიძე: გემოვნება დაგხვეწია ბრატ. ნინი ბადურაშვილი: ხო, ამ ბოლო დროს აღარ ვუჩივი. თეონა კონტრიძე: თბილისში მაგ ასაკის ბიჭები ჭიკაიძის ვიდზე არიან. ნინი ბადურაშვილი: ხოდა მაგიტომ ვკითხულობ, იქნებ შემორჩა ვინმე. მოღერალმა თეონა კონტრიძემ ქმრის ფოტოც ატვირთა, იმის დასამტკიცებლად, რომ მომხიბვლელი და დაახლოებით ისეთი მეორე ნახევარი ჰყავს, როგორსაც ნინი ეძებს. "მე არ ვოცნებობ, მე მყავს"-დასძენს კონტრიძე. ვუსურვოთ ნინის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 274 2-ს მოსწონს
|