შოუბიზნესი ულამაზესი და მიმზიდველი ლიზა ყენია ახალი იმიჯითა და ახალი სკანდალური ფოტოსესიით (+ფოტოები) 2015, 4 თებერვალი, 22:06 ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია მუდამ ყურადღების ცენტრშია. მისი პოპულარობა არ გაგაკვირვებთ, რადგან ბავშვობიდანვე სცენაზე დგას. ლიზა მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რასაც "ახალ საბავშვო ხმა"მოჰყვა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი იყო. სულ ცოტა ხნის წინ კი ლიზამ პროექტ "ერთი-ერთში" სცადა ბედი, პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ მასზე უფროს და გამოცდილ მომღერლებს ტოლი არაფერში დაუდო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიზა საკუთარი თაობის, ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალია. გოგონა სოციალურ ქსელში ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, როლებიც ინტერნეტსივრცესა და ყვითელი პრესის ფურცლებს მალევე იპყრობს. "ყოველთვის ჩვეულებრივი ვარ და იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება მივიქციო, არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ რაც უნდა გავაკეთო, რატომღაც ჩემგან მაინც გამომწვევად ჩანს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. არასდროს ვიღებ არაესთეტიკურ ფოტოებს. ჩემი სამოსი ისეთია, როგორიც აცვია ნებისმიერ ჩვენგანს"-ამტკიცებს მომღერალი. ლიზამ სულ ცოტა ხნის წინ იმიჯი შეიცვალა, წელამდე თმა მოკლე ვარცხნილობაში გაცვალა. მომღერალმა დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის სამოსი მოირგო და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ლიზა ისევ სკანდალში გაეხვა. საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ მომღერალი ზედმეტად ქალობს და 16 წლის მოზარდს მსგავსი სამოსი სულაც არ შეეფერება. მაშ ასე, გთავაზობთ მომხიბლავ, მიმზიდველ და იდუმალ ლიზა ყენიას ახალი ფოტოსესიით. 703 2-ს მოსწონს 1-ს არა
|