მრეწველობა სპარსეთის ყურის ქვეყნები - ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი 2015, 4 თებერვალი, 20:42
საუდის არაბეთი ნავთობის მარაგით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში(დაახლოებით 25 %). ის, ასევე არის ლიდერი მწარმოებელი და ექსპორტიორი მთელს მსოფლიოში. ნავთობის 95%-ზე მეტი იწარმოება საუდის არაბეთის მთავრობის მიერ.ქვეყნის ბიუჯეტში ნავთობის სექტორიდან შემოსავლების წილი დაახლოებით 92.5%-ია. დაახლოებით 9 მილიონი უცხოელი მომუშავე გადამწყვეტ როლს თამაშობს საუდის არაბეთის ეკონომიკაში. მაგალითად, ნავთობისდა მომსახურების სექტორებში. მთავრობა ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, რათა შეამციროს სამეფოს ნავთობზე დამოკიდებულება, და გაზარდოს დასაქმების შესაძლებლობა საუდის არაბეთის გაზრდილი მოსახლეობისთვის. ნავთობის მაღალი შემოსავლები მთავრობას საშუალებას აძლევს გამოაცხადოს დიდ იბიუჯეტის ნამატი, რიჰადმა შეძლომნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები სამუშაო ტრენინგებისა და განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მთავრობის ხელფასებისთვის. ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა. ხოლო რაც შეეხება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მას აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად.სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი. და ბოლოს ერაყი- ქვეყანას კეთილდღეობა ნავთობმა მოუტანა.1972 წლიდან ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა, 1979 წელს ნავთობიქვეყნის სავალუტო შემოსავლის 95%-ს იძლეოდა. ერაყში ომის დაწყებიდან, რომელმაც სადამ ჰუსეინის მმართველობას ბოლო მოუღო 11 წელია გავიდა, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება თუმცა ერაყელთა უმრავლესობა ამას ჯერ-ჯერობით ვერ გრძნობს. ერაყის ეკონომიკა ამჟამად წელიწადში 9%-ით იზრდება. ბენზინის წარმოება დღეში 3 მილიონ ბარელს უტოლდება, რაცმას მსოფლიოში ზომით მესამე ექსპორტიორობის გარანტიას აძლევს, საუდის არაბეთის და რუსეთის შემდგომ. რეგიონის ნავთობგადამუმშავებელი სიმძლავრეები მსოფლიო ფონზე მცირეა (8, 7%). ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოიხმარება რეგიონშივე. აქ მოპოვებული ნედლი ნავთობის უდიდესი მომხმარებლები არიან აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები, (იაპონია, ჩინეთი, სინგაპური, კორეა, ავსტრალია დასხვა) სადაც მიემართება ნავთობის56%, დასავლეთ ევროპაში 9% და აშშ-ში კი 9%. 2010 წელს ახლო აღმოსავლეთიდან გაიტანეს 3 მილიარდ მიღებული შემოსავლებით სულ მოკლე დროში შეძლეს ეკონომიკის გარდაქმნა 1205 1-ს მოსწონს
|