x
მომავლის ტელევიზია

მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ახლა აპირებთ ტელევიზორის შეძენას თუ - მომავალში, მთავარია შეარჩიოთ თქვენთვის საოცნებო თანამედროვე, უახლესი მოდელის
ტელევიზორი ხელსაყრელ ფასად. იმისთვის რომ გაერკვეთ რას ნიშნავს მაღაზიაში
ტელევიზორზე მიწებებული ქაღალდი წარწერით Ultra HD ან 4K, აუცილებელია იცოდეთ ამ ტერმინთა მნიშნველობა, სწორედ Ultra HD არის მომავლის ტელევიზიის სახელწოდებაც.
ულტრა HDტელეინდუსტრიაში ნაბიჯი Full HD ფორმატიდან Ultra HD-ზე (იგივე 4K) უკვე გადაიდგა. მოდით, გავარკვიოთ, რას შეცვლის ეს ფორმატები ჩვენი ტელევიზორებისთვის, DVD ფლეიერებისთვის, კინო თუ სათამაშო მოწყობილობებისთვის. Ultra HD ფორმატი ეს არის ძალზე მნიშნველოვანი სიახლე
რეალობაში, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ მაღალი გარჩევადობა (HD).

თქვენ ალბათ გახსოვთ დრო, როდესაც ე.წ. "ბრტყელი ეკრანები" გამოჩნდა ბაზარზე, სწორედ მაშინ დაიწყო ლაპარაკი მაღალი გარჩევადობის (HD) მაუწყებლობასა და გამოსახულების დეტალების საოცარ სიმკვეთრეზე. ამ დროს სტანდარტული გარჩევადობიდან (SD - 720x480 ან 720x576 პიქსელი) გადავინაცვლეთ მომდევნო, საკმაოდ მაღალ საფეხურზე ანუ HD-ზე. ამჟამად კი HD-დან გადავდივართ Ultra HD-ზე.

Ultra HD ტელევიზია არის ახალი სამაუწყებლო ფორმატი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია. Ultra HD TV იგივე 4K (4K არის კინოთეატრის ფორმატი, მაგრამ ეს სახელი Ultra HD-სთვისაც გამოიყენება) გამოსახულება ხარისხით ოთხჯერ აღემატება დღვანდელი 1080p HD TV-ს გამოსახულებას. ეს ფაქტი კი უფრო მეტად ამძაფრებს სპორტული ღონისძიებებისა თუ სხვა სანახაობებისგან მიღებულ განცდას. თუკი 2014 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს ციფრული თანამგზავრით ან საკაბელო ტელევიზიით მიღებული HD სიგნალით ადევნებდით თვალს, უეჭველია, რომ რეპორტაჟის მცირე ზომის დეტალებსაც კი უთუოდ შეამჩნევდით. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ Ultra HD ხარისხით ყურებისას თქვენ საშუალება გექნებათ ეკრანზე 4-ჯერ უფრო მეტი დეტალი შეამჩნიოთ ვიდრე ეს გასული მსოფლიო თასის მსვლელობისას მოახერხეთ.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოდით ეს განსხვავება ციფრებში ავსახოთ:

Full HD =1920x1080 pixels = 1080p = 2K

Ultra HD =3840x2160 pixels = 2160p = 4K

Ultra HD =7680x4320 pixels = 4320p = 8K

ამჯერად, უკვე ვიცით, რომ Ultra HD პიქსელებით იზომება, თუმცაღა მხოლოდ "ბევრი პიქსელი"არ ნიშნავს კარგ გამოსახულებას დიდ ტელევიზორზე, ამისთვის დამატებით საჭიროა ფერთა მკვეთრი დიაპაზონი და მეტი სიღრმე, რაც, სწორედ, Ultra HD-ს
ახასიათებს.

Ultra HD მაუწყებლობის შესახებ


ექსპერტები ამბობენ, რომ თანამგზავრული მაუწყებლობა იდეალური საშუალებაა Ultra
HD უზრუნველყოფისთვის, რადგანაც სწორედ სატელიტი აწვდის საჭირო სიჩქარეს სხვა დანარჩენ საშუალებებს DTH, საკაბელო და IP ტელევიზიას. ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალია საქართველოსთვის, რადგანაც ცოტა ხნის წინ ASTRA 5B თანამგზავრის მეშვეობით MagtiSat-მა კიდევ უფრო მეტად განავითარა თანამგზავრული
მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამჯერად MagtiSat-ი SD და HD
არხებს გადასცემს, თუმცა შესაძლებელია ამავე თანამგზავრის მეშვეობით Ultra HD მაუწყებლობა მივიღოთ.

SES-ის უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მომდევნო ათწლეულში ისევე მარტივად მიაწოდოს მილიონობით სახლს Ultra HD სერვისი, როგორც ამას ამჟამად HD
ფორმატის მიწოდებით ახდენს. "Ultra HD მაუწყებლობის ეკოსისტემები მკვეთრად
განვითარდა გასული 18 თვის მანძილზე, რაშიც გლობალური სატელიტური კომპანია SES-ის მიერ შეტანილი წვლილი სათანადოდ აღნიშვნის ღირსია. კომპანიას
სრულად აქვს გამართული თანამგზავრული სისტემები და მიწისზედა ინფრასტრუქტურა, რათა მომხმარებლებმა შეუფერხებლად მიიღონ Ultra HD სატელევიზიო სერვისები", - ამის შესახებ SES-ის მიმღებ სისტემათა ვიცე-პრეზიდენტმა თომას ვრედმა განაცხადა.

როგორ მივიღოთ Ultra HD სახლის პირობებში?

სახლებში Ultra HD სიგნალის მიღებისთვის აუცილებლად გვჭირდება სპეციალური აღჭურვილობა. პირველ რიგში ტელევიზორს უნდა გააჩნდეს Ultra HD ფორმატის მხარდაჭერა (უახლესი მოდელის ტელევიზორებს აქვთ სპეციალური მანიშნებელი "სტიკერები" - " Ultra HD" ან "4K"). თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Ultra HD ფორმატით მაუწყებელი სხვადასხვა ფირმის ტელევიზორები (Samsung, Sony, LG და Panasonic) 55-დან 85-დუიმამდე ზომის ეკრანით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დამატებით თქვენ დაგჭირდებათ Ultra HD სიგნალის მიმღები მოწყობილობა set-top-box. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ცოტა ხნის წინ სამმა კომპანიამ - SES, SMARDTV and SAMSUNG - მსოფლიოში პირველი Ultra HD CAS-Protected ვიდეომაუწყებლობის (DVB) სტანდარტის ტელევიზორი წარმოადგინა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ტელევიზორით უმაღლესი ხარისხის მისაღებად set-top-box მოწყობილობის შეძენა საჭირო აღარ იქნება, რადგანაც ეს მოწყობილობა ტელევიზორში ქარხნულადაა დამონტაჟებული. ასე რომ, იმავე უმაღლეს ხარისხს ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით პირდაპირ თქვენს ახალ 4K ტელევიზორში მიიღებთ.

რას ვუყუროთ Ultra HD ფორმატით?

Ultra HD რადგანაც უახლეს ტექნოლოგიებს მიეკუთვნება, შესაბამისად ჯერ-ჯერობით მრავლად არ გააჩნია შესაბამისი კონტენტიც. ეს ჯერ კიდევ დროის საკითხია. ამჟამად იაპონიასა და სამხრეთ კორეაში რამდენიმე ტელეარხი უკვე მაუწყებლობს 4K-ში, ამავდროულად დიდ ბრიტანეთში BBC რამდენიმე დოკუმენტური გადაცემის ამავე ფორმატით გაშვებას გეგმავს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, თავდაპირველად გაეშვება 6-თვიანი საცდელი 4K Ultra HD მაუწყებლობა, თუმცა იგი შეიზღუდება ბალტიმორის მხარეში. ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალის
მაუწყებლობა განხორციელდა და ჩაიწერა სატელიტური კომპანია SES-ის კუთვნილი თანამგზავრებით.

აღნიშნული 4K ფორმატი უაღრესად მნიშნველოვანია კინოპროდუქციისთვის და, განსაკუთრებით კი კინომწარმოებლებისთვის. Ultra HD არხების პროგნოზის (IHS
Electronics & Media) თანახმად, 2025 წლისთვის UHD არხების საერთო რაოდენობა ათასს გადააჭარბებს და მათი უმეტესობა სპორტული ღონისძიებების გაშუქებით შემოიფარგლება. კვლევების თანახმად, ამავე პერიოდისთვის Ultra HD ტელევიზორთა რაოდენობა 174 მილიონს მიაღწევს, რაც ამ სფეროში სრული გაყიდვების ერთი მესამედი იქნება. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო მომავლის ტელევიზორი იქნება ისეთი საინტერესო, როგორც არასდროს ყოფილა. იმედია ამ გარემოებების შედეგად მალე შესაძლებელი გახდება სახლის პირობებში კინოთეატრის მოწყობა და ცხოვრებისეული პირობების გამრავალფეროვნება Ultra HD ტელევიზიის ფორმატით.

სტატია მომზადებულია www.ses.com; www.flatpanelshd.com; www.digitaltrends.com მასალების გამოყენებით.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0