x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ბავშვთა ტრეფიკინგი
ტრეფიკინგის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.ადამიანთა ვაჭრობა-იგივე ტრეფიკინგი მოიცავს ბავშვთა ექსპლოატაციასაც, რომელიც სხვადასხვა მიზნით ხორციელდება.ბავშვთა ტრეიკინგი შეიძლება ხორციელდებოდეს შრომითი ან სექსუალური მიზნებისთვის.უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვს წარმოადგენს 18 წლამდე პირი.

image

რათქმაუნდა, ბავშვები უფრო ადვილად ებმებიანტრეფიკიორთა მახეში და უფრო მოწყვლადნი არიან, ვიდრე ზრდასრულები.ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად ის ბავშვები არიან, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა თუ სხვა მზრუნველ პირთა ყურადღებას;თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობლები თვითონ ყიდიან შვილებს.ხშირად ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მონურ მდგომარეობაში არიან-

მშობლები ან სხვა პირები აიძულებენ შრომას, მათხოვრობას და ფულს თვითონ ართმევენ.ტრეფიკინგის მსხვერპლს ქალთა და ბავშვთა უმრავლესობა ძირითადად სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან, მათ ასევე იაფ მუშახელად იყენებენ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.


ტრეფიკიორები ამ გზით დიდ სარგებლობას ნახულობენ.

გლობალურ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ ყოველწლიურად 1.2 მილიონი ბავშვი ხდება ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი.ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედება.იცოცხლეს ემუქრება საფრთხე.ბავშვები კარგავენ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახში გაზრდის, განათლების მიღების ბაზისურ უფლებებს.imageტრეფიკინგი გავრცელების მასშტაბებით, საშიშროების ხარისხით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ.

ბავშვთა და ზრდასრულ ადამიანთა ტრე

1)ბავშვები ხშირად უფრო მოწყვლადნი არიან ტრეფიკინგის მიმართ ვიდრე მოზრდილი ადამიანები.ფიკინგს შორის არის შემდეგი განსხვავებები:

2)ზრდასრული ადამიანების ტრეფიკინგი ნებაყოფლობითი მიგრაციით იწყება.ბავშვები კი ჩვეულებრივ საკუთარი სურვილით არ მიგრირებენ.

3)მოზრდილებს შეუძლიათ თანხმობა განაცხადონ ისეთ სიტუაციაზე რომელიც შეიძლება შევაფასოთ როგორც "ექსპლუატაცია".

image ეს შეუძლებელია ბავშვის შემთხვევაში.ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გადაბირება და გადაყვანა ყოველთვის უნდა განვიხილოთ, როგორც "ტრეფიკინგი".

ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებენ, რათა მათ შემდგომში სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ და მიეცეთ საშუალება საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა.



ავტორი:სოფიო კაციტაძე

0
649
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო კაციტაძე
სოფო კაციტაძე
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0