იმერეთი დასახლებების დასახელება - ხაშური 2015, 2 თებერვალი, 13:48 ქალაქი ხაშურის სახელწოდების წარმოშობა ნაკლებად ხდება დავის საგანი. რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეს სიტყვა პირდაპირაა განმარტებული. ხაშური -მლაშე წყლის მარილი. "გინაა რაც წყლისა და ტბისაგან მარილისმსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი." მართლაც ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ეგრედწოდებული "ხარივაღელე " , სადაც ამოდის მლაშე მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს. სავარაუდოდ სახელწოდება ხაშური ამ მლაშეწყლიდან მოდის. 309 7-ს მოსწონს
|