x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ვიცი ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ შემიყვარე, შემიყვარე, შემიყვარე

imageმე და ჩემს მეუღლეს დიდი ხანი გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. მალევე პატარა შეგვეძინა გოგონა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ დავრჩი ორსულად... ჩემს პაწაწინა გოგოს ველოდებოდით. დადგა ის ნანატრი დრო როდესაც, მშობიარობა დამეწყო, ბავშვი როგორც კი გაჩნდა გულზე დამაწვინეს, როცა დავხედე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო და ტირილი დავიწყე.. ჩემი პაწაწუნა დაუნის სინდრომიანი იყო, თვალებით ვეძებდი ვინმეს ვინც ამ ეჭვს გამიფანტავდა, ველოდებოდი ექიმის პასუხს, ამ დროს კი ჩემი მეუღლე და ოჯახის წევრები ბავშვთან პოზირებდნენ სურათებს იღებდნენ, ვიფიქრე რო რაღაც მომეჩვენა და ყველაფერი კარგდ იყო. მალევე მოვიდა ექიმი და მითხრა: შენ ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის დედიკო გახდი, მას მხოლოდ შენი სიყვარული და სითბო სჭირდება, ის არაფრით არ განსხვავდება შენი პირველი ქალიშვილისაგან, მაგრამ ამდროისთვის გვაქვს ეჭვი, რომ იგი დაუნის სინდრომით დაიბადა. ჩემი მეუღლე გვერდიდან არ მომშორებია როცა ექიმი მესაუბრებოდა, მეფერებოდა და მაწყნარებდა.image


პაწაწინა როცა მომიყვანეს შემეშინდა მისთვის თვალებში ჩახედვის, ვაკოცე. როცა ექიმი გავიდა ატირებულმა შევხედე მეუღლეს მან მიპასუხა:"ჰო, საყვარელო, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მშობლები, გილოცავ! ჩვენ ის ძალიან გვეყვარება''. ამის შემდეგ ჩვეულებრივად შევხედე და ავიყვანე ჩემი პაწაწინა, მივხვდი რომ ძალიან მომენატრა.

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0