ერთ-ერთი ძირითადი მიდგომა იმის გასაგებად, თუ როგორ უკავშირდება წარმოდგენები გონებას, არის სქემები. გარდა იმისა, რომ სქემები არის საკითხზე ორიენტირებული, ისინი ძალიან ჰგავს სემანტიკურ ქსელებს. სქემა არის მენტალური ჩარჩო ცოდნის ორგანიზებისათვის. იგი ქმნის ერთმანეთთან დაკავშირებული წარმოდგენების მრავალმნიშვნელოვან სტრუქტურას, რა თქმა უნდა, წარმოდგენებიც და სქემებიც შესაძლოა ანალიზის ბევრ დონეზე განვიხილოთ. ეს დამოკიდებულია იდეალურ აზრებსა და კონტექსტზე. მაგალითად, ბევრ ჩვენგანს ძროხაზე აქვს შემუშავებული ფუნდამენტალური სქემა- როგორც მხოლოდ ფერმის ცხოველის მაშინ, როცა მესაქონლისთვის ან ფერმერისთვის სულაც არ არის ძროხა ფუნდამენტალური. ორივე- მესაქონლეც და ფერმერიც არჩევენ ძროხის მრავალ სახეობას და თითოეულ მათგანს შეუძლია ჰქონდეს განსხვავებული დამახასიათებელი თვისებები. მსგავსად ამ მაგალითისა, ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს შემუშავებული კოგნიტური ფსიქოლოგიის სქემა, მაშინ, როცა კოგნიტივისტებისთვის კოგნიტური ფსიქოლოგიის სქემა არის მდიდარი, რომლებიც მოიცავსქვესქემებს, როგორიცაა სქემები ყურადღებისთვის, მეხსიერებისთვის და პერცეფციისთვის.
სქემა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სემანტიკური ბადის შედარებით დამოუკიდებელი, აქტიური და გარკვეული თემით შემოსაზღვრული ნაწილი. არსებობს
რელიგიის, ეკლესიის, სპორტის, მუსიკის და სხვა სქემები. სქემა არის განზოგადებული ცოდნა ან მზაობა, რომელიც ემყარება ჩვენს გამოცდილებას ობიექტების, მოვლენების ან ადამიანების შესახებ. სქემაში განსაზღვრულია ჩვენი ცხოვრებისცალკეული მოვლენების მნიშვნელოვანი მახასიათებლები. სქემები მოქმედებენ, როგორც დამოუკიდებელი მთლიანობები .
სქემაში ინახება ინფორმაციის ქარგა, ჩოჩხი, რომელიც მეტნაკლებად სტაბილურია. სქემაში მოცემულია, აგრეთვე, ამ ქარგის განსხვავებული კონკრეტული შინაარსებით შევსებული შესაძლებლობაც.
სქემაში არის ამა თუ იმ თემის შესახებ ზოგადი ცოდნა. სქემა არ მოიცავს ცალკეულ შემთხვევებს და პირად გამოცდილებას. გარდა ამისა, მასში მოცემული ცოდნა მეტნაკლებად სისტემატიზირებულ ხასიათს ატარებს. სქემები იერარქიულად არიან ორგანიზებულნი.
სქემებს აქვთ რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც უზრუნველჰყოფენ გამოყენებისას მათ მოხერხებულებასა და მორგებულებას:
სქემებს შეუძლია მოიცვას სხვა სქემები. მაგალითად: ცხოველების სქემა მოიცავს ძროხების, მაიმუნების სქემებს და ა.შ.
სქემები მოიცავს ტიპურ ფაქტებს, რომლებიც შეიძლება უმნიშვნელოდ ვარირებდნენ ერთი სპეციფიკური შემთხვევიდან მეორეზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვართა სქემები მოიცავს ზოგად ფაქტებს, რომ ძუძუმწოვრებს აქვთ ბეწვი, ეს ითვალისწინებს ადამიანის სქემასაც, რომელიც არის ნაკლებბეწვიანი, ვიდრე ნებისმიერი ძუძუმწოვარი.
სქემები შეიძლება ვარირებდნენ თავიანთი აბსტრაქციის ხარისხში. მაგალითად, სამართლიანობის სქემა არის უფრო აბსტრაქტული, ვიდრე ვაშლის ან თუნდაც ხილის სქემა.
სქემები, ასევე, მოიცავენ ინფორმაციას კავშირების და ურთიერთობების შესახებ.
ზოგიერთი ეს ინფორმაცია მოიცავს კავშირებს შემდეგ ჩამონათვალთა შორის:
წარმოდგენებს შორის (მაგ.: კავშირი სატვირთო მანქანასა და მსუბუქ ავტომობილს შორის)ნიშან-თვისებებს წარმოდგენების ფარგლებში (მაგ.: სპილოს სიმაღლე და წონა)დაკავშირებული წარმოდგენების ნიშან-თვისებებს შორის (მაგ.: ალუბლისა და ვაშლის სიწითლე).წარმოდგენებისა და ცალკეულ/სპეციფიკურ კონტექსტებს შორის (მაგ.: თევზი და ოკეანე).
სპეციფიკურ წარმოდგენებსა და ცოდნის წარმომავლობას შორის(მაგ.: განსხვავებული წარმოდგენები აშშ-ს პრეზიდენსტსა და ზოგადი ცოდნა აშშ-ს მთავრობისა და ისტორიის შესახებ).
კოგნიტური ფსიქოლოგების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სქემებს შორის კაუზალური („თუ- მაშინ“) კავშირები. მაგალითად, განვიხილოთ ჩვენი სქემა
მინაზე: ვიცით, რომ, თუ ობიექტი მინისგანაა დამზადებული, მაშინ მყარ ზედაპირზე დაცემისას დიდი ალბათობით გატყდება.
სქემის ფუნქციებია:
გაგება- სქემის ამოქმედება უკვე აღქმის პროცესში იწყება. ადამიანი, რომელსაც არა აქვს სისტემატური ცოდნა, იაპონური კულტურის შესახებ, მის სპეციფიკას ვერ ხედავს. მისთვის ჩაის სმა უბრალოდ საუზმის შემადგენელი ნაწილია და არა განსაკუთრებული
რიტუალი. სქემა განსაზღვრავს იმას თუ რას და რამდენსდაიმახსოვრებს ადამიანი. მრავალი ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ სქემის შესაბამისი ინფორმაციის დამახსოვრება უკეთ ხდება, ვიდრე უცხოსი. სქემები ხელს უწყობენ ავტომატურად
დასკვნების გამოტანას. სქემებიმართავენ ჩვენს ქცევას .