მოვლენები ჯენიფერ ლოპესმა ვოგის ივნისის ნომრისათვის იპოზიორა 2012, 18 მაისი, 14:12 მიუხედავად იმისა რომ ლათინო ამერიკელი წარმატებული და ყველასათვის ცნობილი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი პატარა გოგონა აღარაა და უკვე 42 წელს მიუკაკუნა მაინც შესანიშნავად გამოიყურება. ჯეილო თავისი სხეულის სახალხოდ გამომზეურებას არ ერიდება. მან ამერიკული ვოგის ივნისის გამოცემისთვის ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. სურათები ჯენიფერს ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ გადაუღო, მომღერალმა კი Gucci-ს, Herve Leger -ს, Chanel-ის, Matthew Zink-ისა და Eres-ის საცურაო კოსტიუმებში თავისი სხეულის ქალური ფორმები წარმოაჩინა და საოცრად სექსუალური იმიჯი მოირგო. 37 4-ს მოსწონს
|