x
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შედეგები - ამერიკა- აფრიკა-ახლო აღმოსავლეთი
image













ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შედეგები - ამერიკა- აფრიკა-ახლო აღმოსავლეთი


ამერიკა

2013 წელს ამერიკამ მიიღო 5 მილიონი დამატებითი საერთაშორისო ტურისტი (+ 3%), და სულ 168 მლნ-ს მიაღწია.

რეგიონს წლის დასაწყისში ჰქონდა განვითარების ნელი სვლა, მაგრამ მეორე
ნახევარში ნელი სვლა დაძლეულ იქნა .
საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში მიაღწია $ 229 მილიარდი აშშ დოლარს, და ამის შედეგედად აქ აღინიშნა 6%იანი ზრდა .
რეგიონმა შეინარჩუნა თავისი წილი მსოფლიო ჩამოსვლების 15%, ხოლო მისმა შემოსავლებმა შეადგინა მსოფლიო შემოსავლების 20%.

ჩრდილოეთ ამერიკამ, უდიდესმა ქვერეგიონმა აჩვენა 3% -იანი ზრდა.

ამერიკის შეერთებული შტატებმა ტურისტული ჩამოსვლების რიცხვით აჩვენა


მყარი 5% -იანი ზრდა, ხოლო კანადამ 2 % და მექსიკამ 1% -იანი ზრდა .

ცენტრალურ ამერიკაში (+ 4%) ყველა მიმართულებით ერთნაირი ზრდა შეიმჩნევა,
( კოსტარიკა, სალვადორი და ნიკარაგუა ყველა + 4%), ბელიზი (+ 6%) და ჰონდურასი (+ 5%), მათში ზრდა გარკვეულწილად უფრო სწრაფად მიმდინარეობდა, ხოლო გვატემალასა და პანამაში (ორივე+3%) კი ოდნავ ნელა.

სამხრეთ ამერიკაში ზრდა (+ 3%) იყო.
პერუში ორციფრიანი ზრდა აღინიშნება, როცა ეკვადორში (7%), პარაგვაისა და კოლუმბიაში კი (+5%) აღინიშნა.
ბრაზილია- სუბრეგიონებიდან უდიდეს დესტინაცია, თუმცა მისი ზუსტი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
2013წელს კარიბის კუნძულების ტერიტორიაზე აღინიშნა მოკრძალებული 2% -იანი ზრდა საერთაშორისო ჩამოსვლების კუთხით .

პატარა დესტინაციები როგორიცაა არუბა (+ 8%), კაიმანის კუნძულები, ანგვილა
(ორივე + 7%) და კიურასაო (+ 5%), გამოირჩევა ჯანსაღი
ზრდით.
2012 წელს შემცირების ფონზე 2013 წელს ჰაიტიმ მყარი 20%-იანი ზრდა აჩვენა ჩამოსვლების კუთხით .


აფრიკა - მდგრადი ზრდა

2013 წელს აფრიკამ საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლებით
განაგრძო მდგრადი ზრდა- 5% ზე მეტი (დაახლოებით 3 მლნ. ) რეგიონმა გასულ წელს უმასპინძლა 56 მილიონ ტურისტს (5% მსოფლიოში). საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა დარჩა $ 34 მილიარდი . რეგიონში შენარჩუნებულია 5% -იანი წილი საერთაშორისო
ჩამოსვლებით და მსოფლიო შემოსავლების 3% -იანი
წილი.

ჩრდილოეთ აფრიკამ კიდევ ერთხელ განიცადა ძლიერი ზრდა(+ 6%).
მაროკო არის პირველი რეგიონში საერთაშორისო ჩამოსვლების კუთხით. საერთაშორისო ჩამოსვლების რაოდენობამ შეადგინა 10 მილიონი (+ 7%) .
საერთაშორისო ჩამოსვლების ზრდა სუბსაჰარის
აფრიკაში დაახლოებით 5% -ია, თუმცა ინდივიდუალური დესტინაციების მონაცემები გვიჩვენებს შერეულ სურათს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ქვერეგიონის უდიდესმა
დესტინაციამ 4% -იანი ზრდა აჩვენა. სეიშელის კუნძულებმა (+ 11%) და გამბიამ (+ 9%) აჩვენეს ძლიერი ზრდა, ხოლო მავრიტუსმა (+3%), ზიმბაბვემ (+ 2%) და უგანდამ (+ 1%) კი უფრო მოკრძალებული ზრდა.


ახლო აღმოსავლეთი - შერეული და არასტაბილური შედეგები.

ახლო აღმოსავლეთში აქ მიმდინარე დაძაბულობის გამო ისევ გრძელდება შერეული ტენდენციები 2013 წელშიც.

საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლები არ შეცვლილა და დარჩა 52 მილიონი (0% -იანი ზრდა), ხოლო მოგება კი 2% -ით შემცირდა ($ 47 მილიარდი).
რეგიონს 5%-იანი წილი აქვს მთლიან მსოფლიო ჩამოსვლების მიხედვით და 4% -იანი კი შემოსავლებით.
შედეგები განსხვავებულია ინდივიდუალური მიმართულებით.
არაბეთის გაერთიანებული საამიროში დაფიქსირდა ძლიერი ტემპი
11% -ით ზრდა, ხოლო პალესტინის (+ 11%) და ომანი (+ 8%), ასევე ჯანსაღი ზრდა.
სხვა დესტინაციებმა კი დაიწყეს კლება.

რეგიონის ტოპ დესტინაციამ საუდის არაებეთმა აცენა 7%- ით ნაკლები საერთაშორისო ჩამოსვლები ვიდრე წინა წელს .

რაც შეეხება ეგვიპტეს აქ წლის პირველ ნახევარში ორნიშნიანი ციფრებით მიმდინარეობდა ზრდა, მაგრამ მეორე ნახევარში შეინიშნება კლება.
ეს გამოწვეული იყო პოლიტიკური დაძაბულობებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, რასაც მოყვა დაახლოებით 18 %- ით შემცირება საერთაშორისო ჩამოსვლებით. ხოლო რაც შეეხება,
ლიბანს (-7%) და იორდანიას (-5%), ისინი კვლავ განიცდიან კომფლიქტის რეგიონში
ყოფნას მეზობელი სირიის გამო და სწორედ ამ მიზეზის გამო აქ ტურისტების ნაკადი ბევრად შემცირებულია .




0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0