x
image
ნატაშა
"გამარჯობა ექიმო მე მკვდარი ვარ"
" გამარჯობა ექიმო მე მკვდარი ვარ" ალბათ ცოტა ექიმი თუ მიხვდება ამ სიტყვების მერე რა სჭირს პაცინეტს რომელიც მის წინ დგას და სულაც არაა მკვდარი..

დღეს მე მინდა დავწერო ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ დაავადებაზე რომელიც ჯერ კიდევ არაა გამოკვლეული.. ამ დაავადებას ცოცხალი გვამის სინდრომი ქვია...

რა არის ცოცხალი გვამის სინდრომი?? ჩვენ ყველამ ვიცით რომ გვამი ეს არის _ გარდაცვლილი ადამიანის სხეული, რომელიც არ სუნთქავს, ვერ გრძნობს, არ დადის და ასე შემდეგ. თუმცა არსებობენ ადამაინები რომლებიც არიან ცოცხლები მაგრამ თავიანთ თავს თვლიან მკდრებად და მოითხოვენ რომ გარშემომყოფებმაც ისინი გარდაცვლილებად ჩათვალონ, აი ასეთ ადამიანებს ახასიათებს ცოცხალი გვამის სინდრომი..

imageპირველად ეს დაავადება 1880 წელს აღწერა ფსიქიატრმა კოტარდმა.


ცოცხალი გვამის სინდრომი ძალიან იშვიათი დაავადებაა. ის არ გადაიცემა მემკვიდრეობით და არაა გენეტიკური.. ცოცხალი გვამის სინდრომით ძირითადად იტანჯებიან მოხუცები ან ახალგზარდა გოგონები ხანდახან მოზრდილი ქალებიც..

რატომ ჩნდება ეს დაავადება არავინ არ იცის.. როგორც მედიკები ამბობენ ამ დაავადების ეტიმოლოგია და პათოგენეზი უცნობია..

თუმცა როგორც ყველა დაავადებას ცოცხალი გვამის სინდრომსაც აქვს დამახასიათებელი სიმპტომები ესენია: მუდმივი დეპრესია, სუიციდის ხშირი მცდელობა, სიცარიელის შეგრძნება, ამ დაავდებით დაავდებული ადამიანები თავს ხშირად ყველასგან მიტოვებულად და უვარგისად გრძნობენ.. ადამიანს გონია რომ ის იწყებს გახრწნას და ხშირად სცემს გვამის სუნიც კი, ასევე პაციენეტები ამბობებ რომ მათ ორგანიზმში დადიან უამრავი ჭიები რომლებიც მათ შიგნიდან ჭამენ. ხანდახან დაავადებულები ამბობენ რომ ისინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, რომ მათი სული დიდი ხნის წინ გაფრინდა ცაში სხეულის დამარხვა კი უბრალოდ დაავიწყდათ და ისინი ამით ძალიან იტანჯებიან.. ხშირად დაავადებულები უარს ამბობენ საჭმელზე და წყალზე და ჭამენ მხოლოდ კვირაში რამდენჯერმე.. image


სამწუხაროდ ამ დაავადებასთან ბრძოლის მეთოდები მედიკებს ჯერ არ აქვთ ასე რომ დაავადებული ადამიანებისთვის ტანჯვის შემსუბუქება შეუძლებელია..

8
507
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატაშა
ნატაშა
507
  
2012, 13 ნოემბერი, 2:23
სხვათა შორის მიშიკოს ააქვს ეგ სინდრომი.წასულია მისი საქმე...
2012, 18 მაისი, 16:30
აგაშენა ღმერთმა.ავტოპორტრეტის დახატვა გამიჭირდა ძაან და მეშველა მგონია:)))
2012, 18 მაისი, 16:28
:))) ვაიმეეჰ :))))) წაიღე წაიღე :))))
2012, 18 მაისი, 16:27
ხოოო,ეგ მაგარი შეგრძნებაა ძაან:)))).ისე ,ეს ქვედა ფოტო პასპორტისთვის მჭირდება და რომ დაგესესხო ხომ შეიძლება?:))))
2012, 18 მაისი, 16:22
ჰა ჰა :) არადა მე ძაან მინდა მსგავსი რამე მჭირდეს :)) წარმოიდგინე თან მკვდარი ხარ თან დედამიწაზე ხარ :))
2012, 18 მაისი, 16:21
ისე შენგან მაგარი ფსიქოლოგი დადგებოდა:))) დამამშვიდე მაინც,გულს დამედება:))) მეც ვიცი რომ ვერააააა:)))
2012, 18 მაისი, 16:13
თუ ექიმებს დავუჯერებთ ალბათ ვერა :))))
2012, 18 მაისი, 15:50
ხოო,ესე იგი მე ამ დაავადების საწყის ეტაპზე ვიმყოფები.ჯერ ჭიები არ დამდიან და არც სუნს ვგრძნობ.:)))მეშველება ნეტა რამე?:))))
0 1 8