x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138946
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
ზოგი ასე უბერავს ანუ როგორ უმტკიცებენ სიყვარულს ჩინეთში

imageუხსოვარი დროიდან სიყვარულს სხვადასხვანაირად უმტკიცებდნენ სატრფოებს. იყო ეს თავდადებული გმირობები, ''ტარიელის'' მოძებნა, ძვირფასი სამკაულები თუ ''ტაჯმაჰალების'' აშენება. თანამედროვეობაში კი ცოტა არი იყოს ერთფეროვანი გახდა სიყვარულის ობიექტის გულის მოგება, რასაც ძირითადად პატარა, ოთხკუთხედ კოლოფში მბრწყინავი ბრილიანტისთვლიანი ან უფრო უბრალო ბეჭდით ახერხებენ.

21-ე საუკუნეში უცხო გახდა რომანტიკული საქციელები, ახლა ხომ ყველაფერი მაინც ფულამდე მიდის. რამდენიმე მსუქან კუპიურას გაიღებ და შენი ბედნიერებაც გარანტირებულად გიდევს ჯიბეში. მაგრამ არა! ჩვენს დროშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ უჩვეულო ხერხებით ცდილობენ თავიანთი სიყვარულის გამომჟღავნებასა თუ დამტკიცებას. ჩინეთში მომხდარი შემთხვევა კი ნამდვილად უპრეცედენტოა და ვინ იცის მომავალში თუ გამოუჩნდება მიმდევრები.

ჰუნანის პროვინციაში ფუტკრების ფერმის მფლობელმა ზანგ ვეიმ და მისმა ცოლმა ცანგ იონგმა სხეულზე თაფლი წაისვევს და ფუტკრები მოიპატიჟეს. ცოტა ხანში კი მათი სხეულები 95 კილოგრამი ფუტკრის ტყვეობაში აღმოჩნდა. ქმარი მხოლოდ ტრუსებით იყო, ცოლს კი დამცავი სამოსი ეცვა.

- ფუტკრებთან თბილი დამოკიდებულება მაქვს, სხვს რომ იგივე გაეკეთებინა ვერ გადარჩებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ზანგ ვეიმ.

1
275
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მატასი
მატასი
275
  
2012, 18 მაისი, 15:02
დაოჯეხებულმა წყვილებმა ფუტკრებს აუხსნეს სიყვარული, სიყვარულს მწერებს კი არა არამედ მეორე ნახევარს უხსნიან.
0 1 1