x
მეტი
  • 31.10.2024
  • სტატია:137954
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511715
რუმინელი მოდელის მამამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ,როცა გაიგო რომ მისი ქალიშვილი Playboy -სთვის შიშვლდებოდა
image


ცნობილი რუმინელი მოდელის ლორენდანა ჩივუს(loredana chivu) მამამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი Playboy-სთვის შიშვლდებოდა.


შემთხვევა 7 წლის წინ მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა თავად მოდელის აღიარებით.იუწყება Mirror-ი.


გოგონას განცხადებით მამა მას შემდეგ აღარ ელაპარაკებოდა ქალიშვილს , როდესაც მისი ფოტო ადგილობრივ Playboy-ის გარეკანზე ნახა.მეტიც, მამა ცდილობდა ჩამოეშორებინა ოჯახის სხვა წევრები გარყვნილი ქალიშვილისთვის.


რამდენიმე თვე მამა-შვილი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა და კონტაქტიც არ ჰქონიათ.

თუმცა როდესაც ქალიშვილმა იგრძნო, რომ დუმილი დიდხანს გაიწელა გადაწყვიტა მამა მოენახულებინა....

image

თუმცა მოდელმა მამა ცოცხალი ვეღარ ნახა. იგი ჭერში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.


ლორენდალი დღეს 25 წლისაა, თუმცა აღნიშნავს, რომ დღემდე ვერ გამოსულა იმ სტრესიდან, როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიტანა.

"საშინელებაა იმის გაფიქრება, რომ მამამ ჩემს გამო მოიკლა თავი"-აღნიშნა მოდელმა.

image

0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0