x
image
ვიზა კოხაძე
ხელების მშვენიერების 10 საიდუმლო
imageქალია ასაკის დადგენა ხელებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი.საქმე იმაშია, რომ ხელების კანს ისეთი სტრუქტურა აქვს, მას არ შეუძლია თავის დაცვა. ამიტომ ხელები განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას მოითხოვს.ხელის ზურგი მცირე რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვალს შეიცავს, რაც საერთოდ არ აქვს ხელისგულს.წყალი ამ ადგილზე 5 - ჯერ ნაკლებია, ვიდრე სახის კანში.

გთავაზობთ ხელების მშვენიერების 10 საიდუმლოს და სწორად გაკეთებული თითოეული პროცედურის სისწორეში მალე თავადვე დარწმუნდებით.

1 ) - უნდა ვიცოდეთ ხელების სწორად დაბანა, რაც გულისხმობს ოთახის ტემპერატურაზე დამთბარი წყლით ხელის დაბანვას, რადგან ზედმეტად ცხელი ან ცივი წყალი ხელს აუხეშებს, ცხიმს აცლის და კანს აშრობს.

2 ) – აუცილებელია ხელები საგულდაგულოდ გავიმშრალოთ, რაც თავიდან აგვაცილებს ნუნების დაზიანებას.image


3 ) – .სასურველია ხელები დავიბანოთ თხევადი საპნით ან რბილი ტუალეტის საპნით, მაგალითად გლიცერინის, რომელიც ხელს უშლის კანის გამოშრობას.

4 ) – სასურველია როგორც სახეზე ვხმარობთ სკრაბს ან ნებისმიერი სახის კრემს, ასევე გამოვიყენოთ ხელებზე, რომელიც დაგვეხმარება აქტიური ნივთიერებების კანში შეღწევაში.

5 ) – საოჯახო საქმეების კეთების დროს აუცილებელია ხელთათმანები, რაც ხელს შეუწყობს კანის დაავადებების თავიდან აცილებას, რამდენადაც სხვადასხვა სარეცხ საშუალებებში დიდი რაოდენობითაა ქიმიური ნივთიერებები.image

6 ) – თუ გვიჭირს ხელთათმანით საქმის კეთება, მისი ალტერნატივაა დამცავი კრემი, რომელიც კანს დაიცავს დამანგრეველი ზემოქმედებისაგან.

7 ) – რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ მკვებავი კრემი წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ, რაც თავიდან აგვაცილებს წვრილ ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს.

8 ) – კარგი საშუალებაა ხელების მასაჟი, რომელიც კრემის საშუალებით უნდა ჩავიტაროთ.

9 ) - კვირაში ერთხელ კეთდება ხელის ნიღაბი. სახლის პირობებში სასურველია თაფლის, გლიცერინის ალოეს გვირილას ცვილის ნიღბები, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვთ.

10 ) - ხელის ვარჯიში მოგიხსნით დაძაბულობას და გადაღლას. გარდა ამისა თუ ხელები ყოველ დღე ერთიდაიგივე სამუშაოს ასრულებენ, შესაძლოა ხელმა დეფორმაციაც კი მიიღოს.ამიტომაცაა სასურველი 5 წუთიანი ვარჯიში.image

1
351
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
351
  
0 1 1