სხვა როგორ დავამარცხოთ სტრესი- რამდენიმე მარტივი მეთოდი მის დასაძლევად 2012, 18 მაისი, 12:52 სტრესი-ემოციური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამსახურეობრივი, პირადული და ა.შ მთელი თავისი "ნაირფერი მრავალფეროვნებით", დიდი ქალაქების და ზოგადად ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე " გავრცელებული სენია". გარემო ფაქტორები, გადაღლა, ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვა, ადამიანის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ პატარ-პატარა "ეშმაკობები" შევიმუშაოთ საიმისოდ რომ სტრესმა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა არ დააყენოს.
არსებობს რამოდენიმე მარტივი მეთოდი, საიმისოდ რომ საკუთარი თავი "დაატრენინგოთ" უკეთესობისკენ. 1. გემრიელი, არომატული ჩაი- ჩაის გააჩნია მატონიზირებელი თვისებები, ამას გარდა ზოგადად მისი სმის პროცესი ადამიანში ემოციურ დისბალანსს არეგულირებს. მოიდუღეთ სურნელოვანი ჩაი და სასიამოვნო თანამოსაუბრესთან ერთად, ან თუნდაც მარტო ნება ნება მიირთვით. 2.მიირთვით თხილეული- თხილეული ეს ძალზე სასარგებლო საკვებია, თქვენი ტვინისთვის და ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს და ტიპტოფანს, რაც თავის მხრივ ორგანიზმში კარგი განწყობისთვის აუცილებელ ნივთიერებას, სეროტონინის გამომუშავებას უზრუნველყოფს. 3. დაიზილეთ ყურის ბიბილოები- ძველი ინდური "სიცოცხლის წიგნის" აურვედეს სწავლების მიხედვით, ადამიანის ყურის ბიბილოებზე არის უამრავი ნერვული დაბოლოება, რომელიც კავშირშია მის ემოციურ ველთან. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩაიტარეთ ხოლმე ყურის ბიბილოების მასაჟი რათა თავი უკეთ იგრძნოთ. 4. მიმართეთ არომათერაპიას- არომატი ეს ის ძლიერი საშუალებაა, რომელიც ადამიანის განწყობაზე გასაოცარ ზემოქმედებას ახდენს. ბევრი ადამიანი არომატის მიხედვით იმახსოვრებს საყვარელ ადგილებს და საყვარელ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ითამაშეთ არომატებით. ეს თქვენ განწყობას გააუმჯობესებს. 5. დიდი რაოდენობით მიირთვით კენკრა- კენკროვანი პროდუქტები მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი და ა.შ არა მარტო ვიტამინ ცეს შეიცავს, იგი დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს სტრესის მიმართ მდგრადობის მქონე ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს. ასე რომ მიეძალეთ კენკრას! 6. მიირთვით ნახშირწყლებით მდიდარი საკვები- ფაფები თუ არ გიყვართ, მოგიწევთ სტრესის დასამარცხებლად შეიყვაროთ. ბრინჯი, წიწიბურა, მანი ყველა ეს პროდუქტი მდიდარია ნახშირწყლებით, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება. 7. და ბოლოს იცინეთ, იცინეთ, იცინეთ ხმამაღლა!- გამოკვლევებმა ცხადყო რომ სასაცილოს სიტუაცია ან ზოგადად სიცილის მომენტი, სტრესის მიმართ მდგრადობას ორგანიზმს 24 საათით უხანგძლივებს, თუ სასაცილოს გარშემო ვერაფერს ხედავთ, იკითხეთ ანეგდოტები, კომიქსები, უყურეთ კომედიებს, ან უბრალოდ დააკვირდით ბავშვებს და ცხოველებს, რომლებიც გამუდმებით იძლევიან საბაბს ღიმილისთვის, მთავარია ჩვენ შევამჩნიოთ ეს! 1450 6-ს მოსწონს
|