x
image
რუსუდან ბერიძე
როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში,ერთობ პოპულარული "მონასტრის ჩაი"

image


მოამზადეთ სახლში ცნობილი "მონასტრის ჩაი"
გუშინ, 16:42
ინტერნეტ სივრცე გადაჭედილია სტატიებით, რომლებიც ამ სამკურნალო ჩაის სასარგებლო თვისებებს აღწერენ, მაგრამ ყველგან მითითებულია რომ ეს უნდა შეიძინოთ–იყიდოთ.არ არის ეს სიმართლე!მე გაგიმხელთ მისი მომზადების საიდუმლოს, რომლის მომზადება არც თუ ისე ძნელია თუ სწორად მიყვებით მომზადების წესს.(ეს ინფორმაციაც ინტერნეტში მოვიძიე ერთ-ერთ რუსულ საიტზე)
ჯანსაღი სასმელების რეცეპტები საუკუნიდან საუკუნეში დიდი სიფრთხიით გადადიოდა სოლოვენსკის მონასტრის ბერებზე.ეს რეცეპტები ოდითგანვე ცნობილი იყო
რუსეთის ბევრ ეკლესიაშიც.ამ ჩაის მუდმივი მოხმარება აგარიდებთ ექიმების კაბინეტებში სირბილს, რადგან მისი სამკურნალო თვისებები აძლიერებს იმუნიტეტს, გარდა ამისა წმენდს ორგანიზმს და შეავსებს სასარგებლო მიკროელემენტებით და ვიტამინებით.მისი მიღება კარგ შედეგს იძლევა ანემიის შემთხვევაშიც.ე.ი.სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სისხლნაკლებობა აწუხებთ.
ძალიან მარტივად მზადდება ეს უძლიერესი ნაყენი.ამიტომ გასაკვირვი არაა რომ ბერები ამ ნაყენს მუდმივად ამზადებდნენ მათი თანამემამულე მრევლის სამკურნალოდ.აი როგორ მოვამზადოთ ეს ძვირფასი ნაყენი:
ავიღოთ ნახევარი ჭიქა ასკილი, 10გრ "девясила"-ს ფესვები(elecampane-ქართული თარგმანი ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ), ჩავყაროთ ქვაბში და ამ ნარევს დავასხათ 5ლიტრა ადუღებული წყალი, თავი დავახუროთ და შევფუთოდ თბილად 3 საათის განმავობაში.შემდეგ ამ ნარევს დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი "oregano" და კრაზანა, 10 გრამი ველური ვარდის(იგივე ასკილის)ფესვები, 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი და შევფუთოდ კიდევ 1 საათი.
ეს სასმელი შევინახოთ გრილ ადგილას და შეგვიძლია მივიღოთ ყოველგვარი შეზრუდვის გარეშე, როცა მოგვესურვება.
P.s. კომენტარებში მითითებული იყო რომ "девясил" იყიდება აფთიაქებში, ასევე ასკილი, ასკილის ფესვები და კრაზანაც.ორეგანო კი ყველასათვის ცნობილია.ასე რომ სახლის პირობებშიც შეგვიძლია ამ სასარგებლო სასმელის მომზადება.
ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!image




3
4362
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
4362
  
2021, 6 ნოემბერი, 19:27
девясила მზიურაო ვიკიმ
2015, 9 ივლისი, 12:04
ნამდვილად არ ვიცი ჩემო კარგო.მე უბრალოდ სტატია ვეარგმნე რუსული საიტიდან.
2015, 22 ივნისი, 15:11
უკაცრავად, სად შეიძლება ამ ჩაის შეძენა?
0 1 3