სხვა რას აღარ მოიფიქრებს ადამიანის გონება ანუ ყველაზე უცნაური შეჯიბრებები მსოფლიოში 2015, 28 იანვარი, 18:14 ადამიანებმა უხსოვარი დროიდან მოიგონეს ათასგვარი შეჯიბრებები და თამაშები...რა უცნაურ გასართობს არ მოიფიქრებს გამჭრიახი კაცის გონება, ისეთ სულელურსაც კი, როგორიცაა სექსის იმიტაცია ან სირაქლემაზე ამხედრებული სირბილი.
ამ პოსტში მინდა მოგითხროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართული ყველაზე უცნაური შეჯიბრებებისა და თამაშების შესახებ.
1. წვერ-ულვაშის მსოფლიო ჩემპიონატი ამ კონკურსს აქვს 15 სხვადასხვა ნომინაცია, დაწყებული ბუნებრივად მოშვებული წვერით და დასრულებული წვერ-ულვაშის ყველაზე უცნაური და ორიგინალური ვარცხნილობებით. ჩემპიონატი ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში 1990 წლიდან ტარდება. 2. კუპერსჰილდის ყველის შეჯიბრება ამ კონკურსის მონაწილეები მისდევენ მთის წვეროდან დაგორებულ ყველის თავს, რომელიც 5 კილოგრამს იწონის. გამარჯვებულია ის, ვინც დაეწევა ყველს, აიღებს ხელში და მასთან ერთად გადალახავს ფინიშის ხაზს. შეჯიბრების დროს მონაწილეები სხვადასხვა სირთულის ტრავმებს ღებულობენ, ამიტომ კონკურსის ჩატარების ადგილზე მუდამ მორიგეობენ მაშველები და სასწრაფო დახმარების მანქანები. 3. მსოფლიო ჩემპიონატი წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში ეს ჩემპიონატი საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ ძირითადი მსოფლიო ჩემპიონატი 1996 წლიდან ყოველწლიურად იმართება ფინეთში. 4. ჭიების მომთვინიერებლების კონკურსი ჭიების მომთვინიერებლებს ანუ მომნუსხველებს გამოუყოფენ მიწის პატარა ნაკვეთს, საიდანაც მათ უნდა შეძლონ განსაზღვრულ დროში ყველაზე მეტი ჭიის მოძებნა და ამოყვანა. ჭიების მომთვინიერებლების კონკურსი 1980 წლიდან იმართება ინგლისში, ხოლო მისი რეკორდსმენია 10 წლის გოგონა, რომელმაც შეძლო 567 ჭიის პოვნა ერთ საათში. 5. ხელში აყვანილი ცოლებით სირბილი ხელში აყვანილი ცოლებით სირბილში შეჯიბრება ბევრ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ფინეთში (წარმომიდგენია, რა ცოდონი არიან მძიმეწონიანი ცოლების პატრონი მამაკაცები). 6. შეჯიბრი ბავშვების ტირილში ეს კონკურსი, რომელსაც უკვე 400 წლის ისტორია აქვს, ყოველწლიურად ტარდება ტოკიოში. სუმოს დამწყები მოჭიდავეები თავიანთ ჩვილ ბავშვებს აიძულებენ იტირონ რაც შეიძლება ხმამაღლა, აშინებენ მათ რა სხვადასხვა გრიმასების მიღებით. ითვლება, რომ ეს დადებითად მოქმედებს ბავშვებზე ( ცოტა თავში ვერ უნდა ჰქონდეთ რიგზე ამ კონკურსის ორგანიზატორებს, რას ერჩიან ამ საბრალო პატარებს?) 7. რესტლინგი ფეხის ცერა თითებით ყოველწლიური ჩემპიონატი ფეხის ცერა თითების რესტლინგში იმართება ხოლმე ინგლისში, სასტუმრო Bentley Brook Inn-ში. შეჯიბრება ამ სასტუმროს პაბში დააარსა ოთხმა ახალგაზრდამ 1974 წელს. მისი მიზანია : დააწვინე მოწინააღმდეგე მხოლოდ ფეხის ცერა თითით. 8. რბოლა გაზონის საკრეჭი მანქანებით შეიძლება, ეს რბოლები ისე პოპულარული არაა, როგორც NASCAR, მაგრამ მის მონაწილეებსაც აქვთ აშშ-ში რამოდენიმე საკუთარი ორგანიზაცია. ასეთი სახის შეჯიბრებები ავსტრალიასა და ინგლისშიც ტარდება ხოლმე. 9. ქვა-მაკრატელი-ქაღალდი ეს ერთი შეხედვით საკმაოდ სულელური თამაში, რომელიც ჩვენთან "ჯეირანის" სახელწოდებითაა ცნობილი, საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და ჩემპიონატებიც კი ტარდება. უფრო მეტიც, მოთამაშეთა ლიგაც კი არსებობს, რომელსაც სპონსორობას ლუდის Bud Light-ის მწარმოებლები უწევენ. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება, როგორც წესი, ამ თამაშში შემთხვევითია, მონაწილეები ცდილობენ გონების დაძაბვით გამოიცნონ მოწინააღმდეგის მიერ შემოთავაზებული ესა თუ ის კომბინაცია. 10. ჩემპიონატი ყველაზე სასაცილო "სიფათის" მიღებაში თუ თქვენ შეგიძლიათ სასაცილო და მახინჯი გრიმასის გაკეთება, მაშინ შანსი გაქვთ ეს კონკურსი მოიგოთ. მსოფლიო ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება ინგლისში, "მჟავე ვაშლის" (Crab Fair) ფესტივალზე (არადა რა სერიოზული ხალხი მეგონა ეს ინგლისელები). 11. ალუბლის კურკების გადაფურთხება აი უკვე 41 წელია აშშ-ში, მიჩიგანის შტატში ტარდება კონკურსი ალუბლის კურკების ყველაზე შორს გადაფურთხებაში. კონკურსის რეკორდი შეადგენს 28, 5 მეტრს. 12. შავი პუდინგის სროლა შავი პუდინგის სროლის ჩემპიონატი ტარდება ყოველწლიურად ინგლისში სექტემბრის მეორე კვირას. თქვენ გაქვთ სამი შანსი პუდინგის სროლისა, რომელიც გახვეულია ქალის შავ კოლგოტში. ის ისეთნაირად უნდა ისროლოთ, რომ ჩამოაგდოთ რაც შეიძლება მეტი იორკშირული პუდინგი, რომლებიც 6 მეტრი სიმაღლის პლატფორმაზე აწყვია. 13. ტარაკნების რბოლა ავსტრალიის დამოუკიდებლობის დღეს ტარაკნების სირბილში შეჯიბრი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია. კონკურსის მონაწილეებს თან მოჰყავთ თავიანთი ტარაკნები და უშვებენ მათ სარბენ ბილიკზე. გამარჯვებულია ის ტარაკანა, რომელიც პირველი გადაკვეთავს ფინიშის ხაზს. 14. რბოლა საწოლებით ეს შეჯიბრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და მას ძირითადად საქველმოქმედო ხასიათი აქვს. მიმდინარე წელს ინგლისში ჩატარდება 50-ე საიუბილეო შეჯიბრი საწოლებით რბოლაში. დისტანცია 4 კილომეტრის ტოლი იქნება. 15. შეჯიბრება ფუტკრების შემოხვევაში ფუტკრების შემოხვევაში შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება ჩინეთში. გამარჯვებულია ის, ვისაც ყველაზე მეტი წონის ფუტკარი ექნება შემოხვეული სხეულზე. გინესის რეკორდი ეკუთვნის მამაკაცს, რომელსაც 40 კილო ფუტკარი ჰყავდა შესეული ტანზე. ეს დაახლოებით 350 ათასი ფუტკარია. 16. მანიკიურის ოლიმპიადა მანიკიურის ოლიმპიადა უკვე 10 წელია ტარდება. მასში ფიგურირებს როგორც სტანდარტული მანიკიური, მაგალითად "ფრენჩი", ასევე კონკურსი ყველაზე ორიგინალური და სიურეალისტური ფრჩხილების სკულპტურების შექმნაზე. 17. ჩვილების რბოლა ეს შეჯიბრება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმართება. ყველაზე დიდი გარბენა, რომელიც გინესის წიგნში შევიდა, ჩატარდა ჩინეთში და მასში მონაწოლეობას ღებულობდა 451 ჩვილი. 18. შეჯიბრება მობილური ტელეფონების სროლაში მობილური ტელეფონების სროლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ხოლმე ფინეთში. ამ შეჯიბრებების სპონსორები ძირითადად არიან ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები. კონკურსის მონაწილეები ისვრიან თავიანთ ძველ ტელეფონებს იმ იმედით, რომ უახლეს დევაისებს მოიგებენ. დღეისათვის არსებული რეკორდი შეადგენს 110 მეტრს. 19. ჩემპიონატი სექსის იმიტაციაში თუ წარმოსახვით გიტარაზე დაკვრა მაინდამაინც არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოით სექსის იმიტაციის კონკურსში. 2009 წლიდან დაწყებული ეს კონკურსი აშშ-ის ბევრ ქალაქში ტარდება. ჯერ რეგიონალური ლიდერები გამოვლინდებიან, შემდეგ კი ტარდება ფინალი და ბოლოს და ბოლოს გამოვლინდება "ყველაზე ღირსეული სექსის იმიტატორი". 20. სირაქლემაზე ამხედრებული რბოლა აშშ-ის ზოგიერთ შტატსა და ავსტრალიაში ძალიან პოპულარულია სირაქლემებზე ამხედრებული რბოლა. საქმე იმაშია, რომ სირაქლემები, ცხენებისაგან განსხვავებით, მეტად უმართავები არიან და არავინ იცის, საით "გააჭენებენ" თავიანთ მხედარს. 663 11-ს მოსწონს
|