სამარხვო ბლინების მომზადება ძალიან მარტივია! მცირე დრო, რამდენიმე ინგრედიენტი და თქვენი თითების ჩასაკვნეტი საუზმეც მზად არის!
შემადგენლობა:
400 მლ - თბილი წყალი
1 სუფრის კოვზი - ვაშლის ძმარი
1 სუფრის კოვზი - შაქარი
1/3 ჩაის კოვზი - მარილი
2 სუფრის კოვზი - მცენარეული ზეთი
1 სუფრის კოვზი - ვაშლის ძმარი
8 ს.კ. - ფქვილი 1/2 ჩაის კოვზი - სოდა.
როგორ მოვამზადოთ?
ერთმანეთს შევურიოთ წყალი, ზეთი, ვაშლის ძმარი, დავამატოთ ფქვილი და სოდა. კარგად შევურიოთ ერთმანეთს. ბლინის ტაფა კარგად გავაცხელოთ, წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ ბლინები. ბლინებს ვაცადოთ გაცივება. გადავახვიოთ ბლინები და მოვაყაროთ შაქრის პუდრი, ბლინების მოყვარულებო იმედია მოგეწონებათ.
მიირთვით გემრიელად .