ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ააიიპ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ნუგზა რ ცინცაძის მიმართ რამდენჯერმე მოხდა ცეცხლ სასროლი იარაღიდან გასროლა. როგორც ცნობილია დაზარალებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიცია დამნაშავის ვინაობის დადგენას ცდილობს.