საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრის ვინაობა ცნობილია 2015, 26 იანვარი, 14:29 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვახტანგ გომელაური წარადგინა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აღნიშნული თანამდებობა ალექსანდრე ჭიკაიძემ დატოვა. რაც შეეხება გომელაურს, მას წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა. ბოლო პერიოდში კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 11 2-ს მოსწონს
|