სისხლის სამართალი სასტიკი მკვლელობა ნიუ-იორკში:ყოფილმა კალათბურთელმა ამოწყვიტა ოჯახი და მიიმალა 2015, 25 იანვარი, 19:15 34 წლის ჯონათან უოკერი შევარდა საწოლ ოთახში, იარაღით მოკლა ცოლი, სიდედრი და 7 წლის ქალიშვილი.მისი მეორე შვილი 12 წლის წლის გოგონაც მოკლა ეჭვმიტანილმა, თუმცა მანამდე მომაკვდავმა გოგონამ პოლიციის გამოძახება მოასწრო.
ექს-კალათბურთელი მკვლელობის შემდეგ მიიმალა.პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა. პოლიციაში ზარი შაბათ დილით 5.40 წუთზე განხორციელდა.148-ე ავენიუზე მისულ პოლიციელებს ადგილზე საშინელი სურათი დახვდათ .მოკლული იყო ჯონათანის მეუღლე 31 წლის შანტაი ჰეილი, დედამისი 62 წლის ალტი და 7 წლის კეილი უოკერი. პოლიცია 12 წლის მძიმედ თავში დაჭრილმა უფროსმა ქალიშვილმა კრისტინამ გამოიძახა....იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა სიკვდილამდე ვერ შესძლო კრისტინამ მამის ასეთი საქციელის ახსნა :"ის უბრალოდ გაგიჟდა"-ასეთი იყო ბავშვის კომენტარი. პოლიციელებისთვის უცნობი დარჩა მკვლელობის მოტივი. "ის ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მამა იყო"-აცხადებს უოკერის ძმა. როგორც ახლობლები აცხადებენ უოკერების ოჯახი ცხოვრობდა ლაღად და ბედნიერად და სრულიად შოკირებულები და დაბნეულები არიან მომხდარი ფაქტის გამო. მკვლელი გაიქცა.უკანასკნელი საუბარი დილის ექვს საათზე ძმასთან განახორციელა ლას-ვაგასში, შემდეგ კი თავი მოიკლა.მისი გვამი პოლიციამ დილის 11 საათზე ბერგენის აუზთან, კენედის აეროპორტის სიახლოვეს იპოვა. 233 6-ს მოსწონს
|